სალამი თანამემეულენო!!!..
მოკლედ წინა თემის 20 ფურცელი და + მთელი ეს თემა მთლიანად ანუ ამ წუთის მონაცემებით 53 ფურცელი გადავიკითხე დაჟე თავის ოფტოპიკებიანად..

ვინც ვერ ერკვევა ერთი ფურცლით უკან გადახედვა ეზარებათ და წერენ მე-999-ედ ერთიდაიგივე კითხვას და ვინც ერკვევა კიდევ ერთიდაიგივეს პასუხი ეზარებათ მე-999-ედ(რაშიც ვერ გაამტყუნებ ნამდვილად)..

ეს იწვევს იმას რომ საერთო აზრის გამოტანა დიდი სულიერი ტკივილის ტოლფასია და ამიტომაც ჩემს კითხვას(ებს) შეძლებისდაგვარად გარკვევით ჩამოვაყალიბებ..
მოკლედ ვცხოვრობ ვაჟაზე, კონკრეტულად ასათიანზე და ვარ 8 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე..
აქ წაკითხულებიდან გამომდიანარე მივხვდი რომ მეტად თავის დაზღვევიდან გამომდინარე ჯობია ანტენა სახურავზე ავიტანო..
ამ გარემოებებიდან გამომდინარე:
1. რომელ ანტენას მირჩევთ და ჩემი ადგილმდებარეობიდან და იქიდან გამომდინარე რომ მარტო ერთი ტელევიზორი მაქვს აქტიური ხომ არ დამჭირდება? მემგონი რომ პასიურიც უნდა მეყოს.. ანტენის რამე ქართულ ლინკსაც თუ მოაყოლებთ მადლობელი ვიქნები..
2. სახურავიდან ჩემამდე 25 მეტრა კაბელი დამჭირდება ალბათ და სიგრძის ამბავში იმპულსი ხომ არ შესუსტდება, + წვიმა/ქარი/მზე როგორ მოქმედებს ამ ციფრულ სიგნალზე და კაი ხარისხიანი კაბელი სად ვიშოვო?
3. Sven-ი გაქართულებულია? ანდაც ცოტა უკან რომ წერდა ერთ-ერთი იუზერი ქართული პრაშივკა იქნება მალეო Sven-ზეო მაგ საქმე იქნება ვითომ თქვენი აზრით ახლო მომავალში თუ ისემც ჩვენი მტერი არ იქნა? ყველას ეგ მირჩევნია ჯერ-ჯერობით რაც წავიკითხე მაგრამ თუ ეგ ვერ იქნა და ვერა ალბათ დალშე კორპუსის მასალის, ჰარდვეარის(CPU და ა.შ..) და გაქართულებულობისდამიხედვით შევარჩევ რესივერს.. და ამ ამბავში წაკითხულთაგან ასეთი მიმდევრობით დალაგდა ჩემს პირად ჩარტებში რესივერები..

1. ჩვენი თანაფორუმელი
dvbt2-ის მიერ ჩამოტანილი რესივერები.. (მხოლოდ ეს არის რომ მისი უსახელობა/უსაიტობა/ის თუ რა პროცესორზეა რომ არ ვიცით და ა.შ.. მაფიქრებს ცოტა..)
2. ტვ სტარი რადგანაც აგერ ჩვენი თანაფორუმელი
experto რომელიც აშკარად ერკვევა ამ საკითხებში მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობებისა მაინც აქებს ამ ბრენდს და აშკარად საიტზეც ეტყობა რომ მთლა პრაშმანდოვკა ბრენდი არაა.. (ისე გაასწორებდა მეტალის კორპუსი რომ ჰქონოდა..)
3. ქართული გოთვერნობა რომელიც მე რომ ჩინელების ძიშოვი დედა ჩამოვიფხატე თავზე რუსული უშანკა ქუდივით რომ რა არიან ამხელა ქვეყანა ასე ბანძები რომ დაჟე ქართველებმა ვაჯობეთ ტექნიკაში(ნუ რათქმაუნდა ისიც მესმის რომ ჩინური უკეთესებიც იარსებებს და აქ ცოტა იმის ბრალიცაა ვინც ეგ ნაგავი კონკიაა თუ კონკაა ჩამოიტანა და ჯერ საწყალ სოციალურად დაუცველებს მისცა და ახლა დაჟე უსინდისოდ ყიდის კიდეც..)
4. თავად კონკია და ესეც იმიტომ რომ ბედკრულ ქართულ ბაზარზე მეტი არცაა არფერი.. |:
და ბოლო კითხვა: რამდენად საღად გეჩვენებათ ჩემი ხედვა რესივერებთან მიმართებაში?
Dreamcast Or Die...