ეგ მერვე სერია არის ES და 2-3 წლის მოდელია... მეორე კი წინა წლისაა... მონაცემებით კიდე საკითხავია რომელი აჯობებს

მე კაკრაზ ზომაა რაც მზღუდავს... ცოოტა პატარა მაინც იყოს

ძაან გაჭედილი იქნება სადაც ვკიდებ.... ფასში 200 ლარი გამომდის სხვაობა სულ.
ხოდა 4სულ დავიბენი... დღეს უნდა გავაკეთო საბოლოო არჩევანი KDL42W705B vs UE46ES8000 vs UE40H6470
SONYს პლიუსები
1. ყველაზე ოპრიმალური ზომა ჩემთვის, ანუ იმ ადგილისთვის სადაც ვკიდებ;
2. გამოსახულება;
3. ყველაზე დაბალი Input Lag, პრაქტიკულად ჩემპიონია სათამაშოდ;
4. სხვა უამრავ გამოუყენებელ ტუნერებთან ერთად აქვს T2, თუ საკაბელოს რამე ეტაკა და ინტერნეტიც მოკვდა... შესაძლებელი იქნება დროებით ჩვეულებრივ ანტენის შეერთება და მთლად არ გამოყრუვდები

5. სისქე 59მმ;
6. აქვს ოფიციალური სონის გარანტია;
7. სხვებზე უფრო დაბალი ფასი (1376 ლარი მიჯდება).
მინუსები:
1. უაზრო სმარტი (თან სონი მგონი წყვეტს ტელევიზორების წარმოებას და შესაბამისად მომავალში საერთოდ დაიკიდებს აპდეიტებს და პროგრამულ უზრუნველყოფას)
2. 200 ჰერცი
3. არ აქვს 3D (მამენტ დიდად არც მაინტერესებს, მაგრამ მაინც...)
Samsung UE46ES8000
პლიუსები:
1. ყველაზე დიდი ზომა;
2. აქვს 3D;
3. 800 ჰერცი;
4. სამსუნგის სმარტი;
5. ჩაშენებული კამერა;
6. ხელის ჟესტებით მართვა;
7. სუპერთხელია 30,8მმ!!!! რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან უნდა ჩამოვკიდო;
8. გარანტია 1 წელი.
მინუსები:
1. დახლზე ნადებია;
2. არ მოყვება არც სმარტის პულდი და არც სათვალეები, მგონი სადგამიც...
3. ჩემთვის სასურველ ზომაზე დიდია;
4. არ აქვს T2;
4. ყველაზე დიდი ფასი (1740 ლარი).
Samsung UE40H6470
პლიუსები:
1. ახალი მოდელია
2. მძლავრი პროცესორი აქვს
3. 400 ჰერცი;
4. 3D;
5. სრული კომპლექტაციაა (პულტები, სათვალეები);
6. ამ სამში ალბათ ყველაზე უკეთესი სმარტი;
6. შედარებით დაბალი ფასი... შეიძლება 1400 ლარადაც მომცეს.... მაქს 1450ლარი
მინუსები:
1. კერძო გამყიდველი;
2. ეკრანის ყველაზე პატარა ზომა;
3. არ აქვს T2;
4. კერძო გარანტია

(მეუბნება, თუ გაფუჭდა მითხარი და გავაკეთებინებ ჩემი ხარჯითო, ისე სამსუნგის ოფიციალური გარანტიაც აქვსო

)
5. სხვებთან შედარებით ცოტა სქელია 63მმ
ეს რაც ჩამოვწერე არის ჩემი თვალით დანახული პლიუსები და მინუსები...
პროფესიონალური რჩევები თქვენზე იყოს