MELIQA92არა უბრალო GT1, მაგრამ 32GB ROM, 51$-ად მოვიგე იბეიზე.
ოპტიმიზაციაზე არ ვიცი რა გითხრა, იმიტომ რომ საერთოდ არ აქვს ვენტილაციის ნახვრეტები და სანამ ვეჩალიჩებოდი საკაიფოდ გაცხელდა.
jahnikolპირველი ჩართვა იყო ეფიკ ფეილი, საბოლოოდ ვერ მივხდი რა მოხდა - ჩაირთო, ცოტა ხანში დარესტარტდა, მერე სისტემაშიც ვერ შევიდა და ისევ დარესტარტდა, მერე ამომიგდო ანდროიდის რექავერის მენიუ. მივეცი "Reboot System Now" და ისევ არ ჩაირთო, ძაან დავიზმენდი, მერე გამოვუცვალე კვების ბლოკი სხვა ბოქსიდან და იმით ჩაირთო, ის ბოქსიც ამისი ადაპტერით ჩაირთო

მოკლედ ვერ მივხდი რა მოხდა, კვება არ შემიცვლია ჯერ, ორივეს ვტესტავ ჯერ..
ისე 5 ვოლტიანი 2 ამპერიანი კვების ბლოკია და სულ რომ არ ჩართულიყო ნებისმიერ ტელეფონის დამტენზე გადავაკეთებდი.
ბევრად სწრაფად მუშაობს ვიდრე Mini M8S, 2GB RAM, მაგრამ უბანძესი პულტი აქვს, აი ძალიან უბანძესი, ჯერ ერთი პლასტმასის ღილაკები აქვს და ღილაკზე დაჭერის ხმა მაღიზიანებს, Mini M8S-ს რეზინის რბილი ღილაკები აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის რომ უნდა დაუმიზნო ბოქს, ისე ვერ იჭერს, ეს კი ძალიან არ მომეწონა იმიტომ რომ Mini M8S ტელევიზორის სამაგრზე დავამაგრე, საერთოდ დამალული იყო და ოთახის ნებისმიერი წერტილიდან იჭერდა.
გუგლის აპებიდან არაფერი არ მოყვა, მხოლოდ პლეისტორი და მომიწია ყველაფრის მოქაჩვა და დაყენება.
MYVIDEO-ს ორივე აპლიკაცია უპრობლემოდ მუშაობს, ხმაც აქვს!
OTTPLAYER-იც უფრო მალე ირთვება, და ეგრევე აჩვენებს არხს, Mini M8S-ზე პირველ ჩართვაზე არ აჩვენებდა და მიწევდა სხვა არხზე გადართვა და მერე დაბრუნება.
მოკლედ არ ვიცი ან მომიწევს ბოქსის დამაგრება ტელევიზორის ქვეშ, რაც ცოტა საჩალიჩოა, ან ისევ Mini M8S-ს დამაგრება და Beelink GT1 მეორე ტელევიზორზე..
P.S. მერე Wi-Fi-ს სიგნალის მიღებაც მაინტერესებს, ჯერ არ დამიტესტია, 5GHz-ე დავსვი და ვნახოთ რა შედეგს მომცემს