9001 ნაცადი მაქვს და ავტოგენერაციები და პირიდან დუჟი სდიოდა მეტისმეტი გაძლიერებისგან.
ვერაფრით დავაწყნარე და მოვისროლე.
6000 არ მიცდია არ ვიცი.
ეს ხუთი ცხრიანი არ იყო ბაზარზე მაშინ, როც ავჩალიჩობდი ამეებზე.
ლუქს რაღაც 7იანები იყო და თუ სწორად მახსოვს ეგეც ვცადე და არ გამომადგა.
მოკლედ ჩემს კონკრეტულ პირობებში 2 სხვადასხვა ადგილას, ერთი რაჭაში, ერთი აღმოსავლეთ საქართველოს მთებში, ორივეგან რეგულირებადზე შევჩერდი.
სხვათაშორის, მქონდა ერთი სქემა, კტ399 რუსულ ტრანზისტორზე, 1 ტრანზისტორიანი იყო, ჭირდებოდა 3-4 რეზისტორი, კონდესატორი 2-3 ცალი, და მაღალსიხშირული ფერიტის რგოლი, ზედ კონკრეტული ხვიებით. ამას ჰქონდა ყველაზე საუკეთესო მიღება ჩემს ისტორიაში, რაც გამაძლიერებლებთან და ანტენებთან მქონია საქმე.
გაძლიერების კოეფიციენტი, დიდი არ ქონია, იყო თუ სწორად მახსოვს 8-10 დეციბელი, მაგრამ ჰქონდა რაღაც სასწაულად დაბალი ხმაურის კოეფიციენტი.
სქემა ერთმა პროფესიონალმა მომცა, არსად შემხვედრია რადიოჟურნალებში ან სადმე სხვაგან მას მერე.
უბრალოდ ძალიან კარგად უთანხმდებოდა 75 ომს და დაბალი ხმაურის კოეფიციენტი ქონდა 100 მეგაჰერცამდე.
მაშინ ვცადე 76 თუ რაღაც ამ სიხშირეზე მოდიოდა პირველი არხი, რომელსაც ვერანაირი სხვა გამაძლიერებელი ვერ იღებდა ისე სუფთად.
ამან დახატა გამოსახულება არეკლილი სიგნალიდან.
სხვები ამაზე უკეთ აძლიერებდნენ, მაგრა, რაღაც ხმაურს ამატებდნენ და სისუფთავეს კარგავდა.
მოკლედ გამაძლიერებლის მეორე კი არადა მე ვიტყოდი პირველი პარამეტრი არის ხმაურის კოეფიციენტი, რომლებსაც ისევ დეციბელებში აწერენ ხოლმე.
ამ swa პლატებიდან ყველაზე მცირე 1.5 დეციბელიო აწერენ. რამდენად მართალია ვერ გეტყვი.
ვფიქრობ აბუქებენ და რელურად მათი ხმაური 2-3 დეიბელებშია ადის უკეთეს შემთხვევაში, უარესში უფრო მეტი.
* * *
მოკლედ სიტუაცია არის ესეთი:
თუ გინდა, რომ გამაძლიერებელმა კარგად იმუშავოს, მის შესავალზე მოსული გასაძლიერებელი სიგნალი უნდა იყოს გარე, ან შიდა ხმაურზე რამოდენიმეჯერ ძლიერი, ნიმიმუმ ამ ხმაურის ფონის მაღლა უნდა იდგეს.
არის გარე ხმაური, რომელსაც ფილტრები ნაწილობრივ შველიან, და არის გამაძლიერებლის პირველი კასკადის შინაგანი ხმაური. თერმული ფლუქტუაციები ნახევარგამტარულ ტრანზისტორში და ასე შემდეგ. თუ გასაძლიერებელი სიგნალი ამ ფონის დონეზეა, მაშინ შანსი ამ გამაძლიერებელს აქვს 0.
ერთადერთი გამოსავალი ამ დროს არის, ანტენა, რომელმაც უნდა ქნას შემდეგი რამ:
1) გაფილტროს გარე ხმაური, არ მიიღოს ახლომდებარე სიხშირეები და რაც შეიძლება დაბლოკოს გვერდითი და უკნიდან მოსული ისგნალები.
ანუ იყოს მაქსიმალურად მიმართული.
2) ჰქონდეს ე.წ. კარგი გაძლიერების კოეფიციენტი.
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი განისაზღვრება ამ ანტენის შედარებით ჩვეულებრივ დიპოლთან (ორი შტირი ველოსიპედის რულივით, აქეთ იქეთ გაშვერილი).
ანუ რამდენად მეტ ელმაგნიტურ ტალღებს "იჭერს" დიპოლთან შედარებით, უხეშად რომ ვთქვათ.
მაშასადამე, კარგი მიმართული ანტენა + სოცრად დაბალი ხმაურის კოეფიციენტის მქონე გამაძლიერებელი, თუნდაც 10 დეციბელიანი გაძლიერებით, საუკეთესო შედეგს იძლევა.
* * *
ხო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და წავედი მე

ვინაიდან დეციმეტრულ დიაპაზონზე ვართ. ამიტომ ეს ითველბა ზემაღალ სიხშირედ.
ამ სიხშირეებზე (პრინციპში ეს პრობლემა უკვე დგას 10 მეგაჰერცის ზემოთ) ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ანტენა, ფიდერი, გამაძლიერებელი კასკადები და ყველაფერი გზა რასაც გადის სიგნალი ანტენიდან ტელევიზორამდე. თუ სადმე ცუდი შეთანხმებაა (არ იგულისხმება მხოლოდ ცუდი ელექტრული კავშირი), მაშინ სიგნალის ძლიერი დაკარგვა ხდება, არეკვლა უკან და გაბნევა გარემოში.
ამ დროს ტელევიზორამდე შეიძლება მეათედმა სიგნალმაც ვერ მიაღწიოს.
ამიტომ დიიიდი მნიშვნელობა ენიჭება შეთანხმებას დეციმეტრულ დიაპაზონში.
ამის მონიტორინგი კი ცარიელი ხელებით სასტიკად ძნელია. ტექნიკაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად.
* * *
ერთი მეთოდი, რომელიც გამომიცდია გენერაციის შესაჩერებლად და გაძლიერების კოეფიციენტის სარეგულიროდ, იმ პლატებზე, რომლებიც არ რეგულირდებიან არის კვების ძაბვის დაწევა
12 ვოლტიდან 10.5 ან 11 ან რამე ამ ფარგლებამდე. მგონი 9 ვოლტზეც მუშაობენ.
პლატა უნდა იდგეს ანტენასთან. თუ ანტენაზევე შეიძლება დამონტაჟდეს, როგორც ბადეანტენის შემXტვევა, მაშინ ოკ, თუ არა და 75 ომიან კაბელის მოკლე ნაჭრით უერთდება ანტენას.
ამ დროს პლატიდან ამოპაიკდეს უნდა ფერიტული რგოლი. ეს წინა გვერდებზეც მიწერია.
პლატის კვება მიყვება კაბელს ტელევიზორიდან.
ტელევიზორთან როგორც ერთდება, ეს მგონი გეცოდინებათ, მუდმივი ძაბვა არ უნდა შევარდეს ტელევიზორში.
ბადეანტენის სიტემა კარგია ამ ამოცანისთვის.
ეხლა მთავარია, ამ 12 ვოლტიანი ბლოკის ნაცვლად აიღოთ რაიმე სტაბილური ძაბვა 12 ვოლტი, მაგალითად აკუმულატორი.
და შეეცადოთ ამ ძაბვის რეგულირებას ისე რომ სატრიალებლით შეგეძლოთ 9 დან 12 ვოლტამდე დაყენება.
დიდი შანსია გენერაცია მოსპოთ. და უკეთესი შედეგი მიიღოთ.
მთავარია ეს ძაბვა იყოს კარგად სტაბილური, არ უნდა თამაშობდეს და დახტოდეს.
ძაბვის რეგულირების სქემები ყრია ინტერნეტში ტონობით.
ამ დროს მოხმარებული დენი ძალიან ცოტაა, ჰაჰა 20-30 მილიამოერი, ამიტომ ძალიან ადვილია ამ ასეთი ძაბვის დასტაბილურება თავისი რეგულირებით.
თუ დაინტერესდებით მოგაწვდით სხვა დროს მარტივ სქემებს.
This post has been edited by asphurcela on 12 Jan 2017, 21:17