DON GIOცუდი ანტენა არაა, კარგი ანტენაა, ახლო მიღების ზონაში.
4 დეციბელი უწერია გაძლიერება და ფარავს მთელ დეციმეტრულ დიაპაზონს.
მითუმეტეს თუ სცადე და კარგად დაიჭირა, გეძლევა კურთხევა იყიდო

ეგეთი ლოგოპერიოდული, ძველი რუსული, ოდნავ განსხვავებული დიზაინის, ჩემი სიმამრის პადვალში ვიპოვე, ასე 4-5 წლის წინ და ნორმალურად იღებდა ნუცუბიძეზე.
უბრალოდ შორი მიღების ზონებისთვის არ გამოდგება, თორე თბილისის მასშტაბში, სადაც საშუალო და ოდნავ დაბალია მიღება, კარგი ანტენაა.
ლოგოპერიოდულს რო დააკვირდები, თუ სამკუთხედის იმ წვერის კუთხე, რომელიც ანძას უყურებს, თუ დიდია, მაშინ გაძლიერების კოეფიციენტი დაბალია და გატარების ზოლი დიდი. და პირიქი, თუ წვეტიანია კუთხე, დიდია გაძლიერების კოეფიციენტი და მცირეა გატარების ზოლი.
თუმცა კი, ოთახის ანტენების კატეგორიაში გადის.
რაც შეეხება რუსეთიდან ჩამოტანსა, მე პირადად არავის ვიცნობ. რავი აბა.
* * *
ისე მე თუ მკითხავთ, ეს ანტენების თემა ცალკე თემას იმსახურებს.
ჯერ ერთი ზოგადად ამ თემას აოფტოპიკებს და მერე სასურველი ინფოს მოძებნას ართულებს.
ამ განყოფილებაში ვინ არის მოდერი, თხოვ ცალკე გაგვიხსნას თემა და ეს ბოლო პოსტები, რამოდენიემე გვერდია უკვე, მიაბას იმ თემას.