მოგესალმებით.
ეხლა რაშია ჩემი პრობლემა.
ვიყიდე LG სმარტ TV (მოდელი LG 55UF695V)
ხოდა, ცხადია აქვს უამრავი აუდიო აუტპუტი, ოპტიკური, ჰაიფაი, აუდიო ჯეკი (ჩვეულებრივი audio jack 3.5mm), და SCART.
ამოცანა: ნაუშნიკებზე მოუსმინო ხმას, მაშინ როცა ტელევიზორს არ გაეთიშება დინამიკებზე და იქაც იქნება ხმა.
თუ audio jack 3.5mm -ში შეაერთებ, მაშინ დინამიკები ეთიშება. ზოგ მოდელს ეს გათიშვა-არ გათიშვა მენუდან უყენდება და გინდა ორივეზე გექნება, გინდა ცალცალკე (მაგალითად ჩემი სხვა ტვ - ტოშიბა)
LG-ს მსგავსი ფუნქცია ვერ მივაგენი მენიუში.
მაშასადამე ვკონცენტრირდი SCART-ზე.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მუშაობს, როცა ტელევიზორის არხები გაქვს ჩართული: დინამიკებშიცაა ხმა, და სკარტაზეც მოდის ხმა.
მერე ამ სკარტის აუდიოს ვაძლიერებ DVD-დან ამოღებული ციცქნა გამაძლიერებლით და ვაწვდი ჩემს ყურებს.
მაგრამ, როგორც კი ტვ-არხებიდან გადახვალ ინტერნეტის ვებ გვერდზე, სადაც ონლაინ ფილმების ყურება მინდა ვთქვათ - SCART აუდიო ითიშება

არადა ამ დროს audio jack 3.5mm -ზე მოდის ხმა ინტერნეტ გვერდიდან, დინამიკებზეც ცხადია.
ხოდა, ეს ესე უნდა იყოს?
მენიუში ვიქექე წუხელ და ვერსად მივაგენი რამეს, რომელიც SCART ზე დატოვებდა აუდიოს.
მოდელი LG 55UF695V