არ ვიცი ამ თემაზე გქონდათ თუ არა საუბარი, მაგრამ მე მაქვს პრობლემა ფილიფსის ტელევიზორთან და თქვენც გაგაფრთხილებთ ყოველი შემთხვევისთვის.
როგორც ჩანს სერიოზული პრობლემები აქვს ფილისფისის ტელევიზორებს სოფტვეარის განახლებებთან და ზოგადად გუგლთან.
მე მაქვს ეს მოდლი - 50pft6510/60
პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ტელევიზორის ჩართვის შემდეგ, 10-15 წუთის ინტერვალში პულტი კარგავს კავშირს და გიწევს ტელევიზორის ღილაკით გამორთვა, მერე კი ირთვება პულტით, მარა ცოტა ხანში ისევ იგივე ემართება.
ელიტელექტრონიქსის საგარანტიომ ისე მომიშალა ნერვები (მივედი, მივიტანე პულტი, ავუხსენი სიტუაცია, მეთქი პრობლემა აქვს, პირველ რიგში, უნდა დარეკო ცხელ ხაზზეო, უკარნახო ტელევიზორის სერიული ნომერი და გიპასუხებენ ჩვენი ტელევიზორია თუ არაო, რათქმაუნდა სერიული ნომერი ზეპირად არ ვიცოდი და მომიწია სახლში ასვლა, დავურეკე და აღმოჩნდა, რომ სერიული ნომერი სულ არ იყო საჭირო, მხოლოდ მოდელით დამიდასტურეს, რომ ჩემ ტელევიზორს მართლა ელიტის საგარანტიო ემსახურება, მივედი ხელემორედ სერვისში, მივიტანე პულტი, კიდევ მომთხოვეს სერიული და კიდევ გადამამოწმებინეს, საბოლოოდ რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ვალდებულები იყვნენ გაეწიათ მომსახურება, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, მოიფიქრეს რო მარტო პულტი არ იყო საკმარისი და იმხელა 50 დიუმიანი ტელევიზორიც უნდა ვათრიო სერვისში, კიბატონო, შეიძლება აუცილებელია ტელევიზორის მიტანაც, მაგრამ, შეეძლოთ თავიდანვე ეთქვათ და არა მესამედ რო მივედი მაშინ, მოკლედ, როგორც ყველგან არაპროფესიონალიზმის და "ლიჟბი საქმე თავიდან მოვიშოროს" პიკია ეს საგარანტიო) გადავწყვიტე დამეგუგლა და როგორც მოსალოდნელი იყო მარტო მე არ მქონია იგივე პრობლემა: -
http://www.supportforum.philips.com/en/sho...-remote-problemროგორც თვალის შევლებით გავიგე, უპოვიათ რაღაც ხერხები პულტის ასამუშავებლად, მარა გუგლის ექაუნთის, wifi-ის და რაღაც აპლიკაციების გათიშვის ხარჯზე. მოკლედ პრობლემა ბოლომდე აღმნოფხვრილი არ არის როგორც სჩანს.
დღეს სახლში რომ ავალ, ვცდი იქნებ რამე ვუშველო და არ მომიწიოს ტელევიზორის თრევა.