#49282358 · 16 Nov 2016, 18:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორივეს აქვს თავისი მინუსები და პლუსები. (საინტერესოა, IPTVში ზოგადად ინტერნეტ ტელევიზიას გულისხმობს თუ კონკრეტულად პირატულად მოპოვებულ ფლეილისტებს?) შარინგი: შედარებით იაფი ჯდება საერთო ჯამში, მუშაობს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენების ხარისხი არის უმაღლესი. თუმცა ამინდი ითვლება ხელშემშლელ ფაქტორად წვიმა/თოვლი. IPTV: ძვირი ჯდება, უნდა მაღალი ტრაფიკის უწყვეტი ინტერნეტ კავშირი. მაგრამ ნამდვილი სიამოვნებაა: ჯერ ერთი უმეტესობა IPTV დივაისები (ბოქსები) არის მულტიფუნქციური: აქვს ფილმოთეკა, ვიდეოთეკა და უამრავ რესურსთან წვდომა. აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - გადახვევა/დაპაუზება, აქვს არხების ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხით. არ საჭიროებს დამატებით კაბელებს, ანტენებს და თეფშებს, რაც ახალ გარემონტებულ ბინებში საკმაოდ დიდ პრობლემას და უხერხულობას ქმნის. არ მოქმედებს ამინდი.
ასე, რომ არჩევანის გაკეთება არც ისე რთულია - თუ არ არის მაღალი სიჩქარის ნეტი, ყველა ვარიანტში შარინგი. თუ არის, მაშინ \\\\მეტი ფული - IPTV //// ნაკლები ფული - შარინგი||||
|