ავტორს.
ზუსტად ეგეთ სიტუაციაში ვიყავი 1 კვირის წინ. მაღაზიები შემოვიარე მთელი დღე დავრბოდი. მანამდე ნეტი გადავქექე. კომპიუტერები კარგად მესმის და მონიტორები. TV-ებში გარკვევა დიდად არ გამჭირვებია. ნეტში უამრავი ინფოა და ძალიან ბევრ რამეს მივაქციე ყურადღება. არც ტყუილი 400-600-800 HZ წარწერებით ვბოლდები და მსგავსი რაღაცებით.
დასკვნა ასეთი გამოვიტანე რაც TV-ებს გადავხედე.
1 1600-1700 ლარამდე samsung-ები არ უნდა იყიდო! ვსო წერტილი. უბრალოდ არ ვარგა და ვსო. ეგ ბრენდი უკონკურენტოა თუ ბევრს იხდი.
2 თუ სმარტს ეძებ 40-42+ მოდელს და კარგი ჩVენებით და ა.შ. მოგიწევს SONY, LG და ეგეთებზე უარის თქმა. 1200-ად მაგ ბრენდებისას ვერ ნახავ.
3 თუ ბრენდი გინდა პრასტოი უნდა იყიდო, მაგრამ იშვიათია ეგ. თუმცა მე მაინც ვნახე SONY-ს ერთი პრასტოი მოდელი 42 ინჩიანი 1000 ლარად. მაგის აღებას ვფიქრობდი რომ არ მენახა ის რაც ეხლა მაქვს ნაყიდი.
მოკლედ 49" იანი HISENSE-ს TV დავითრიე 1249 ლარად 2016 წლის მოდელია. D-LED ტექნოლოგიითაა. გაუმჯობესებულია brightness, ღრმა დინამიური ფერები აქვს და კონტრასტიც უკეთესი აქვთ ვიდრე პრასტოებს. SMART-ია, WIFI, LAN აქვს, ANYVIEW CAST (უკაბელოდ მოწყობილობების დაკავშირება, მობილურებიც რომ ეკრანი ანახოს პირდაპირ TV-ზე აქვს), MYVIDEO-ს აპი უკვე ჩატვირთული იყო. მარკეტიც აქვს. YOUTUBE-ზე 1080p ვიდეოებს თავისუფლად ანახებს არ ჭედავს. GAME mode-ში აშკარად დაბალი input lag აქვს და არც ეკრანის დაყოვნებას უჭირს, რადგან საკმაოდ კარგად ითამაშება. 200 HZ აწერია მარა იასნია არაა სწორი. ზოგადად TV-ებში ეგ ან 60 იქნება ან 120 ან 240 რეალური თუ გინდა. 200-400-600-800-1000 ზღაპარია. თუმცა ეხლა 30-ც შეილება იყოს ბიუჯეტური 4k თუა. 4k-ზე არ იფიქრო. 1500-ებად შეილება ნახო, მაგრამ აზრადაც არ გაივლო მათი აღება დამიჯერე. 3D მეც დავიკიდე თუმცა 1600-ად LG-ს ნორმალური მოდელი ვნახე 3D უბრალოდ 43-იანი იყო და არც კი ვნანობ. 2,5-3 მეტრიდან თუ უყურებ TV-ს 49-50" ამაზე ნაკლები არ უნდა იყიდო! აი ძალიან მიხარია ეგ 43-იანი რო არ ავიღე რა. ეხლა ამაზ რო ვუყურებ კიდე იმას ვფიქრობ 55-იანი მოდელი ამეღოთქო. 300 ლარით მეტი იყო მარა მაინც. ვიფიქრე დიდია მეთქი მარა არა. ფილმებზე იმინა ძაან მაგარი ასწორებს.
გადახედე
http://techlife.samsung.com/choose-size-tv...-room-1020.htmlHDTV Sizes for Crowded Rooms
If your family room is used for more than just TV watching, space may be limited. For crowded rooms, consider at least a 40-inch screen if you are seated four to six feet from the TV. A 50-inch screen can be sufficient if you are up to 7.5 feet from the screen. If you are 6 to 9 feet away, consider at least a 60-inch screen.
გარე BOX-ს რაც შეეხება კიდე რამე კაი მოდელი უნდა დაითრიო + KODI ხიო და მერე რასაც გინდა იმას იზამ. მე ჩემით ვაპირებ ჩალიჩს Raspbrerry pi 3-თ უნდა გავაკეთო ან შემდეგი მოდელით, მირჩევნია მოცდა. მერე Ambilight-საც გავაკეთებ ჩემით და მაგარი რამე იქნება. აი ფილიპსის ambilight-ს რამდენად ჯობია. ზუსტად ანათებს იმ ფრად რა ფრადაც საჭიროა
უფ რამდენი მიწერია. წევედი, დევიძინო
This post has been edited by matemana on 7 Nov 2016, 00:44