მოკლედ ამ ჩემმა ხელოსნებმა იმდენი ითრიეს ფეხი და მაწვალეს ამ გალოვკების შეცვლაზე, ჩემით შევცვალე და დავზოგე 20 (ზოგი შემოთავაზების მიხედვით 40

) ლარი.
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და სხვა ტიპის პრობლემებზეც თუ ასე გამაწვალებთ, ვინძლო სატელიტის ხელოსნად ჩამოვყალიბდე .
პ.ს. მეორე თემაა გალოვკის გამოცვლის ფასები. შეიძლება აქაური იუზერიცაა, ტიპს ვეუბნები გასწორებული არხების და თეფშის დამწვარი გალოვკების შეცვლა მინდა თქვა (3 ცალის) და , 40 ლარი მომეცი და პრაშივკასაც გაგიახლებ და არხებს ამოგიყვანო

. მეთქი არ მინდა, მარტო გალოვკები თქვა და მაინც 40 ლარიო. 15 წუთში გამოვცვალე თვითონ.
ანუ არც უკითხავს რა მოდელი მქონდა რესივერი, ჭირდებოდა განახლება, ან მე ვაფშე მაინტერესებდა ეგ თემა?
იგივე მომენტია მანქანა რომ მიიყვანო პაკრიშკის დასაკერად და მოდი ბარემ კარობკაც გავარემონტოთო
ისწავლეთ ბიძია ხალხთან ურთიერთობა, ზრდილობა და პატიოსნება. ნუ უყურებთ კლიენტებივით და ფულის საშოვნელივით ხალხს და არც ისინი შემოგხედავენ ხელოსნებივით და არ გაგირთულებენ წვრილმანებს.
წავედი აბა, მომავალ არევამდე (თეფშის).
This post has been edited by tozi777 on 28 Jun 2018, 20:29
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე