1. პარლამენტის არხის მგონი სტუდიიდან არის SD, ყველა პლათფორმაზე SDარის და დღეს სპორტული სტანსლიაცია SDში ხო წარმოგიდგენია...
2. პრინციპში დღეს არხის აწყობა/დამატება როგორ ტექნიკურად ასევე ბიუროკრატიულად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს "მეორე არხის" აღდგენა, თუმცა რაღაც მეეჭვება ეგ მოხდეს... შეიძლება პარლამენტის არხმა განიცადოს მომავალში მოდიფიკაცია...
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რაც იუთუბი უფრო შემოსავლიანი და პროდუქტიული გახდა სატელევიზიო სფერო უკან უკან მიდის...
რამდენი წელია ერთი ნორმალური არხი არ შექმნილა? ერთადერთი ნათელი წერტილი პირველი არხი და სეტანტა ჯორჯია არის, და ორივე ცდილობს ეტაპობრივად ვებ პლათფორმაზე გადაიყვანოს მაყურებელი. სეტანტაზე ნორმალური თამაშების ნაწილი უკვე აპლიკაციაზეა და არა სატელევიზიო არხზე.
სილქ მედია რამხელა ამბებს ატრიალებდა წლების წინ და ახლა ლალიგის და ნბა-ს ქართული ვერსიის იმედზეა, რაც კარგი იყო ყველა წაიღო სეტანტამ.
დანარჩენზე რა უნდა ითქვას? 2023 წელია და რუსთავი ორზე კურიერი და უმეტესი გადაცემები 576i ფორმატშია.
ადრე თუ გაქცევის და დაკარგულების ყიდვას ასწრებდნენ ერთმანეთს, ახლა უდაბლესი ხარისხის თურქული და რუსული სერიალებითაა გაჟღენთილი სატელევიზიო სივრცე... ხომ იძახდნენ აჭარა და აიმუვისი გვიშლის ხელსო, აჰაა, ორივე მიხურულია და ნეტა თუ იზამენ რამეს.
მაგრამ საქართველოში კი არა მგონი ყველგან მასეა

იუთუბმა და სოც მედიამ დედა უტირა ყველაფერს