hmmmm
დღეს, ჩემივე დაჯინებული თხოვნით (რომელიც გრძელდებოდა დაახლოვებით წელიწადი) შემიცვალეს დეკოდერი Motorola vip1003-ი Huawei stb Q11-ზე.
ბოლოს ხსენებული რა თქმა უნდა ბევრად სწრაფია, ამაზე საუბარიც არ არის.....
მაგრამ, უდიდესი მაგრამ, მას არ აქვს USB მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა რომ, 1xUSB2 & 1xUSB3 პორტი აქვს. როდესაც ვითომ ტექ სამსახურს ვესაუბრე, მითხრეს რომ, ეს პორტები სხვა რამისთვისააო,

როდესაც ვთხოვე settings-ში შესასვლელი პინ კოდი ეთქვათ, რაღა გაგიკვირდებათ და მიპასუხეს რომ მანდ თქვენ არაფერი გესაქმებათო
ვეძებ ალტერნატიულ გზებს მაგ. Telnet-ის საშუალებით uci options შეცვლას....
თორემ ამათ რომ ველოდო შეიძლება წლები გავიდეს და firmware არ განაახლონ...
ეს ვითომ iptv დიდიხანია მინდა შევცვალო მაგრამ ვერ მოვახერხე, და ასევე youtube-ს მხარდაჭერა მაფერხებდა (სადაც ლექციებს ვუყურებ...), და თუ ეხლა keyboard ვერ ვიხმარე ძალიან გამიჭირდება.
ეს კიდევ არაუშავს USB drive-ზე გადმოვწერდი და ისე დავკმაყოფილდებოდი დროებით, მაგრამ ესეც რომ არ არის ოოოო...
გთხოვთ, ჩემი კითხვა უპასუხოდ არ დატოვოთ და არ მირჩიოთ ფლეშ მეხსიერების შეერთება Sanyo-ს 30 წლის ტელევიზორში

პატივისცემით,
Caucasus Onlines და ასევე MagtiCom-ის მოსისხლე მტერი
* * *
თუ მოთხოვნა იქნა კლავიატურასაც და ფლეშკის მხარდაჭერას დავამატებთო...
+1 დაჟინებული თხოვნა დაფიქსირებულია ჩემს მიერ.
გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, ნუ დაიზარებთ და თქვენც დააფიქსიროთ თხოვნა...
თუ თქვენ არ გჭირდებათ ზემოთხსენებული ფუნქციები (რომლის დამატებაც დეველოპერისათვის ძალზედ იოლია, სულ რამოდენიმე ბრძანებით ხდება uci do this, uci do that

), გთხოვთ ჩემი გულისთვის მაინც გადარეკოთ

ciao