მოკლედ მეგობრებო, გუშინ გავყევი ძმაკაცს ისთ პოინტში ტელევიზორის საყიდლად (ბიუჯეტი 4000-5000 ლარი).
სიტუაცია შემდეგია, ბევრი ძველი (ვგულისხმობ შარშანდელს) და ახალი მოდელები ალტას და ელიტს არ უდევთ საიტზე. ალტაში საერთოდ აღმოჩნდა, რომ შარშანდელი SONY 55XE8596 და წლევანდელი 55XF9005 საერთოდ ერთი ფასი ღირდა. კითხვაზე თუ რასთან გვქონდა საქმე, კონსულტანტმა მხრები აიჩეჩა

სისტემაში ესე ჩანს და მე რა ვქნაო (8596 არც საიტზე აღარ უდევთ და აღაც სტენდზე).
მოკლედ ვიყიდეთ წლევანდელი სამსუნგი 55Q6FN 4100 ად განვადებით.
P.S ელიტის ბიჭებმა არცერთი ოლედი ამ დრომდე არ გაგვიყიდიაო, დევს და მწნილდებაო

ძირითადად 1000-2000 ლარიანი ტელევიზორები მიდის შვლიპინითო