gio_123 TiviMate-ეს EPG-ს რას უწუნებ, ძაან კარგად მუშაობს, ასევე შეგიძლია სცადო Televizo და OTTNavigator-ი - ეგენიც კაია, მე სამივე მაქვს, მაგრამ უპირატესობას მაინც TiviMate-ს ვანიჭებ.
ასევე აქვე დავწერ, ბევრი რო წერს tv.team-ის პრობლემებზე... მე წლებია მაგათ სერვისს ვიყენებ და პრობლემა არ აქვს, ამოწმეთ ხოლმე სერვერები და გადართეთ თქვენთვის ოპტიმალურ ვარიანტზე, ხოლო თუ რომელიმე არსებულ არხს რამე ხარვეზი შეექმნა, ძალზედ მოქნილი ონლაინ ჩათი აქვთ (ე.წ. საფორთი), წერთ ხარვეზს და მომენტალურად ასწორებენ.. რავი, ეგეთი ოპერატიული სერვისი მე ჯერ არ შემხვედრია.. არა და თითქმის ყველა სხვა სერვისი გატესტილი მაქვს რაც ბაზარზეა და მათზე სტაბილური არ შემხვედრია (ფასი, სერვისთან სრულ შესაბამისობაშია).
ასევე კაი და სტაბილური სერვისია (cbilling - ოღონდ ქართული არხები არ აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო VOD აქვთ - ფილმები და სერიალების უდიდესი არქივი, საუკეთესო ხარისხით).
Ilook, VipDrive ერთი და იგივე სერვისებია (მათ ბევრი სხვა და სხვა დომენები აქვთ), არხები კი აქვთ ბევრი თან იაფად (1$ ღირს), მაგრამ ძალიან არასტაბილურია და არც ოპერატიულად აგვარებენ ხარვეზებს.
ასევე, რაც შეეხება TV-Box-ებს, ბევრი ტვ.ბოქსი არ ვარგა და არ შეესაბამება იმ ხარისხს რაც მწარმოებელს უწერია, ერთხელ შეიძინეთ წესიერი ტვ.ბოქსი და დაისვენებთ.. საუკეთესო და უპრობლემო ტვ.ბოქსები რაც გამიტესტავს და რაზეც მიმუშავია არის: Amazon Fire Stick 4K Max (ამას ვიყენებ), Amazon Fire Cube 4K, nVidia Shield .. ამ ჩინურ სისულელეებს (ტბ.ბოქსებს) მოეშვით - სულ პრობლემები აქვთ, ხურდებიან და ძალიან არასტაბილურები არიან. (xiaomi პირადად მე არ გამიტესტავს და მასზე არაფერს ვიტყვი).
აბა, წარმატებები ყველას!
This post has been edited by Pretorian on 31 Dec 2024, 12:52