შეუძლებელს თხოვ და მაგიტომ
არანაირი პლეი მარკეტი და მითუმეტეს ტივიმეიტი ან სხვა მისი მსგავსი სამსუნგს არ აქვს. სამსუნგი მუშაობს ტაიზენის სმარტზე და არა ანდროიდზე. რა აპლიკაციებიც გინდა მხოლოდ ანდროიდ სმარტ სისტემაზეა შესაძლებელი გამოყენება. სამსუნგს თავისი აპსთორი აქვს, მაგრამ უღარიბესი და ფაქტიურად უსარგებლო. შენ შემთხვევაში 3 გამოსავალი გაქვს:
1. DNS-ის ცვლილებით დააყენო ott play by alex რედბულის ან ივის აპლიკაციაზე, რაც ძაან კაი პლეიერია და მე როცა სამსუნგი მქონდა აქტიურად ვიყენებდი. ერთ-ერთი საუკეთესო პლეიერია. ინსტრუქცია ნახე აქ -
https://forum.ott-play.com/index.php?topic=6.02. იყიდო Smart IPTV აპლიკაცია, რომელიც აპსთორშია 5 თუ 7 ევრო ღირს და გექნება სამუდამოდ. კარგი პლეიერია, დახვეწილი ინტერფეისი აქვს, მარა ნაკლები ფუნქციონალი. ნუ რასაც იყენებდი იმას მილიონჯერ აჯობებს, თუმცა მე მაინც პირველი მეთოდის გამოყენებას გირჩევ.
3. გადადო 50 ბაქსი, იყიდო გუგლის ქრომქასთი ან ამაზონის სტიკი და სმარტ სისტემა შეცვალო. უფრო პირველს გირჩევ გუგლის სერვისების გამო. გექნება კომფორტული სმარტი, რასაც გინდა დააყენებ და მაღალი ხარისხის გამოსახულება.
ყველაზე კარგი ვარიანტი ამ სამიდან მესამე ვარიანტია. სამუდამოდ დაისვენებ ეგეთი პრობლემებისგან, მაგრამ სანამ მაგას იზამ წინა ვარიანტები შეგიძლია განიხილო და გამოიყენო.