რახან ასეა, მეც გავაგრძელებ ამ თემას.
28 ივნისს ელიტ ელექტრონიქსის სადგურის მეტრომარტის ფილიალში, მშობლებს დაბ.დღეზე ვუყიდე ტელევიზორი.
Blaupunkt 32 ინჩიანი, Hd-Smart.
400 ლარი ჩავეხუტე. პენსიონერებისთვის ივარგებდა ვაფიქრე, მთელი დღე საინფორმაციო და ეგაა რა.
მანამდე შევადარე ალტას TCL იმავე საფასო სეგმენტში, რაღა დაგიმალოთ ბლაუპუნქტით მოვიხიბლე.
მოვიტანე სახლში მშობლებთან, ძალიან გაუხარდათ საჩუქარი.
გავუშვი ანტენით არხების ძებნაზე, შენც არ მომიკვდე.
სხვა ანტენაზე ვცადე და ისევ უშედეგოდ.
გახარებული მშობლები შეწუხდნენ ორჯერ.
ჯერ რომ დავიხარჯეთ, მეორედ რომ ტვ-მ გვიმუხთლა.
წავიღე უკანვე ელიტშიი, გავიდა მაქს. 3 საათი.
მაღაზიაში ეგრევე ცივად, ჩვენ რა შუა ვართ, აგერ სერვისცენტრი მიმართეო.
იქ კიდევ ჩავიბარებთ - დავადგენთ, შეგატყობინებთო.
კაცო ვეუბნები 5 დღეში თუ რამე ჭირს ხომ იცვლება ნივთი, შემიცვალეთ-თქო. პასუხად არაო, ჯერ დავადგინოთ რა ჭირს ო.
დღე მიწერე ფბ-ზე ელიტ-სერვისს. რა ხება-მეთქი. ტელეფონზე ვერ დაურეკავ, ნახევარ საათზე მეტი რიგში ხარ, მეტიც.
პასუხად - გამარჯობა,
თქვენ ნივთზე დაისვა დიაგნოზი. საგარანტიოდ სჭირდება ციფრული პლატა,არ იჭერს არხებს.კერძოდ იმედს და რუსთავს.
დამატებით ვარკვევთ დეტალებზე..
მოკლედ, მინდოდა გამეხარებინა მშობლები, გამოვიდა პირიქით, თან დაბ.დღეა დედის. მომეწამლა ნერვები.
ხვალ ვაპირებ გავიდე და დავახურო ყველაფერი ვატყობ ჩხუბის გარეშე არ გამოვა.
ყიდვისას ჩამირთეს, ანდროიდ 11 დაწერა, ერთი გარბენა უჟმურად ჩაარბენინა გამყიდველმა ბიჭმა, ვუთხარი ვაიფაი მაინც მანახე თუ ეშვება და იუტუბზეც როგორ შადის-თქო, დაეზარა აშკარად, უსიამოვნოდ დამყვა. სად შოულობენ ასეთ სტაფს, შევედი მაღაზიაში, კაცი-შვილი არააა მყიდველი, არც გამარჯობა, არც რითი დაგეხმაროთ, არც ყურადღება, იმენნა იფხანენ ერთ ადგილს, კითხვა და სახეზე - აქ რას მოდიოდი, ვერ მოგტყდა ფეხი. რა სასირეთში ვცხოვრობთ ბლიაძ.
იმედია ხვალ რამე გამოდნება ამ საქმიდან, ნერვიც აღარ მაქვს, საითაც წახვალ, ყველგან საყლევეთი გახდა გურჯისტანი.
პ.ს. მანამდე ალტაში შევადარე ტვ-ს ჩვენება, იქაც იგივე ატმოსფერო, ძინავთ ნახადუ. მგონი ვინც ნორმალური იყო, ისიც გაიქცა.
როდისმე ისწავლიან მყიდველთან ურთიერთობის ელემენტარულ ეტიკეტს???
გამარჯობა-ნაზვამდის თქმასაც ტვინი უნდა???
* * *
პ.პ.ს თან ეს ტვ მხოლოდ 3 ცალი იყო დარჩენილი
1 მე ვიყიდე. დარჩა 2.
შესაცვლელი რომ გახდეს და აღარ იყოს მარაგში, მერე რა წყალში ჩავვარდე?
არადა ახალი ვიყიდე და წუნდებული გამოდგა.
რატომ შევიძინო ბრაკი ახლის ფასად? აზრი?
* * *
აი ეს ტელევიზორით
https://ee.ge/televizorebi-da-saxlis-kinote...punkt-32hbc50002 წლიანი საგარანტიოთი
This post has been edited by kaxanoza on 29 Jun 2023, 22:36