ვიყიდე 65 ინჩიანი TCL C725 საკმაოდ იაფიანი მოდელია 2500 ის ფარგლებში მივეცი ზუსტად აღარ მახსოვს და იმის შემდეგ კიდევ უფრო გაიაფდა კონკრეტულად adashop ში სხვა მაღაზიებში 3000+ ღირს.
ჩემ შთაბეჭდილებებს მოკლედ ჩამოვწერ.
ესეიგი ჩვენების ხარისხი ძალიან ძალიან კარგია განსაკუთრებით 4კ ზე მაგრმა სხვა კონტენტის აპსკეილსაც ხარისხიანად აკეთებს. ხმაც საკმაოდ ხარისხიანია თუმცა მე ტელევიზორის ხმას არ ვუსმენ არასდროს შესამოწმებლად ჩავრთე და საკმაოდ კარგად ჟღერს ბასები რათქმოუნდა არ აქვს მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ხარისხიანია. როგორც მივხვდი ხმის ბლოკი ტელევიზორში ONKYO ს მიერაა გაკეთებული.
ეს ყველაფერი კარგი
"მაგრამ"
ტელევიზორი ოთხივე კუთხეში ოდნავ ცუდად ანათებს არ ვიცი რამდენად გამოჩნდება სურათზე ჯამში 4-5 პიქსელის მანძილზე რაც 4კ ს შემთხვევაში საკმაოდ ცოტაა და ღია ფერის ფონზე ეტყობა თეთრზე ძირითადად მაგრამ მოშორებით რო ვზივარ მაინც ვამჩნევ.
შეიძლება ძალიან პრეტენზიული ვარ.

ასევე ზოგადად ჩარჩოს გასწვრივ ოდნავ უფრო განათებულია გამოსახულება ვიდრე ესეც სერ ფონზე ან მსგავს შემთხვევაში ეტყობა და ასევე ძალიან პატარა რამდენიმე პიქსელის რაოდენობაზეა 5-6 მაგრამ ემჩნევა. დანარჩენი ეკრანი იდეალურად თანაბრადაა განათებული არ შემინიშნავს არაფერი.
კიდევ სმარტი საკამოდ მძიმედ მუშაობს ერთის მხრივ უპრობლემოდ აჩვენებს 4კ კონტენტს 40 გიგაბაიტიანი ფაილიც გავუშვი სტრიმინგით ქსელიდან მაგრამ ყველაფერი ნელა ირთვება შეიძლებოდა უფრო ჩქარიც ყოფილიყო.
და კიდევ ამ HDR ს ვერ დავუჭირე მუღამი playstation ზე გავასწორე თვითონ რა ინსტრუქციებიც მომცა იმის მიხედვით და როცა HDR თამაშებს ვთამაშობ ნათელ სცენებში პროჟექტორივით ანათებს ესეც ასევე სრუათზე ნორმალურად არ გადმოიცემა მაგრამ რო ვითამაშე ერთი საათი ცოტა თვალები მეტკინა და ალბათ აღარ ჩავურთავ თამაშის დროს ან ვეცდები შუქს დავუკლო. ფილმებზე ეგერე ძალიან არ ანათებს.
გამოსახულება ასეთი ბაცი არაა ძალიან კონტრასტულია და ფანჯრებიდან ძალიან მაგრა ანათებდა ბაცი სურათზე გამოვიდა.

სხვა პარამეტრებით ძალიან სტანდარტულია მაგრამ მეტის მოთხოვნა არც მქონია სტანდარტულს ვუმიზნებდი 4კ 60 ჰერცი და არც ლოკალ დიმინგი არ აქვს ხარისხიანი ლოკალ დიმინგი ძალიან აძვირებს ტელევიზორებს და თან ძირითადად თამაშებისთვის მინდა მე და როგორც ვიცი დილეის აუარესებს მაგრამ ფასი უფრო იყო გადამწვეტი ჩემს შემთხვევაში თორე ფილმების ყურების დროს რათქმოუნდა კარგია. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო რომ VA პანელია და ამიტომ საკმაოდ კარგი შავი აქვს ისედაც.
აქცენტი უფრო უარყოფით მხარეებზე გავაკეთე იმიტო რო ვიფიქრე რო ეგაა მნიშნველოვანი დასაწერად ისე ზოგადად ძალიან ხარისხიანად აჩვენებს და ფერებიც ძალიან კარგი აქვს.
This post has been edited by Snes on 20 Aug 2022, 20:20