#61314904 · 5 Jun 2024, 17:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Trump @ 5 Jun 2024, 16:47 ) | Amigo-Amo
QUOTE | და რატომ უნდა იყოს თბილისის რესტორნების კლასიკური ხინკლის სმგავსი? |
რავი თბილისის რესტორანია სადმე მთაში წავიდე და თბილისური ხინკალი მომიტანე თქო ხო არ ვეტყვი.. დიდ კუჭა და პრიალა.
|
გასაგებია, თუმცა, არის კატეგორია, რომელიც ქალაქურ ხინკალს ანიჭებს უპირატესობას, ნაწილს ძველ, ენდემურ ხინკალთან მიახლოებული ხინკალი ურჩევნია. ყოველშემთხვევაში, რასაც გთავაზობს რესტორანი, უნდა იყოს მიახლოებული მაინც. როდესაც წერია, რომ არის მთიულური/მოხევური, ველოდები, რომ იქნება სახლური (ოდნავ სქელი) ცომით, ხელით მოზელილი, მხოლოდ საქონლის ხორცით, უმწვანილო. მაგას რომ ვუკვეთავ და მაინც ქალაქუი მოაქვთ, არ არის სწორი. მე ქალაქური ხინკალი ალბათ 10 წელია, რაც არ შემიკვეთავს და არც შევუკვეთავ. პიქტოგრამა გთავაზობს იგივეს თუ არა, მიახლოებულ ხინკალს და ამიტომაც ვაფასებ. აგერ სენე-ს რესტორანზე დავწერე, დაკეპილი ხორციაო და რამე-რუმე, თუმცა, მორიგი იმედგაცრუება.
--------------------
მოშნი ზარანდია
|