ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს.
მარხვის დროს "ხიბლში" არ უნდა ჩავარდე, ზედმეტი ასკეტიზმი და ა. შ. დაუშვებელია და ცოდვაა. (თუ არ გაქვს განსაკუთრებული დაშვება მოძღვრისგან) ამაზე აუცილებლად მიიღებ გაფრთხილებას სულიერი მამისგან

ასეთი შეცდომას თითქმის ყველა "დამწყები" უშვებს. მერე უკვე არეგულირებ და იმდენ საკვებს იღებ რომ ნორმალურად იარსებო.
ტკბილი (მითუმეტეს თუ ორგანიზმი შეჩვეულია) ასევე აუცილებელია მისი ფუნქციონირებისთვის და მთლიანად ვერ ამოიღებ. ასეთ "მსხვერპლს" არც არავინ ითხოვს შენგან,(მარხვა მარტო გარკვეული საკვების აკრძალვა ხომ არ არის

) მითუმეტეს უზეთოდ და უცხიმოდ მარხვის შენახვა დიდი ცდომაა

ხანდახან ვაკეთებთ ნიგვზიან სტაფილოს.
მოხარშულ სტაფილოს ვაცლით გულს,
რომელსაც წვრილად ვჭრით ვურევთ დანაყილ ნიგოზს, ნიორს, წიწაკას და ყვითელ ყვავილს.
ამ სატენით ვავსებთ სტაფილოს და რგოლებად ვჭრით.

ეკალაც ძალიან სასარგებლო და საჭიროა მითუმეტეს მარხვისას.
ეკალას ღეროებს ვწმენდთ, ვრეცხავთ და ვწალავთ. შემდეგ კარგად გაწურულს ვჭრით დაფაზე.
ვკმაზავთ გატარებული ნიგვზით, ქონდარით, წიწაკით და მარილით ვასხავთ ცოტა ძმარს. ზემოდან მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს.

ეკალას მომზადება შემოდგომაზე და ზამთარშიც თავისუფლად შეგვიძლია.
თუ ეკალას ღეროებს დავაკონსერვებთ და ისე შევინახავთ.
This post has been edited by annak on 23 Mar 2009, 18:15