საშობაო მარხვაც დაწიყო და ეს თემაც აიპინა

ხოდა ბარემ ჩემი ფანტაზიის ნაყოფსაც შემოგთავაზებთ:
სოკოს "ბიფსტროგანოვი"1 დიდ ქილა სოკოს გადაწურავთ და ხახვთან ერთად მოშუშავთ ზეთში. თუ ნედლი სოკო გაქვთ რამე, კიდევ უკეთესი, მე
არ მქონდა და ქილის ვიყიდე. მერე დააყრით 1-2 კბილ დაჭყლეტილ ნიორ. კარგად რომ მოიშუშება, დაასხამთ 1 პაკეტ
სამარხვო მაიონეზს, კარგად ამოურევთ და ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთი შუშავთ. ცალკე ჯამში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი
ფურის ფქვილი და ნელ-ნელა გაათხელეთ ანადუღარი წყლით, კარგად მოურიეთ, რომ არ დაკორკოშდეს. შემდეგ კი ჩაუშვით
სოკოსთან, ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და 10 წუთი ხარშეთ, რომ ფქვილი უმი არ დარჩეს. ხო, წყლის რაოდენობა სურვილისდა
მიხედვით. თუ შეხედავთ, რომ ამ 10 წუთის მერე ძალიან ჩასქელდა მასა, შეგიძლიათ ადუღებული წყალი დაასხათ და გაათხელოთ
სასურველ სისქემდე. ბოლოს დააყრით მარილს, შავ პილპილს და სურვილისამებრ რაიმე სუნელს.
მე ამ კორეულ სუნელებზე ჩავიციკლე ბოლო პერიოდია და შესაბამისად ამ კერძსაც დავაყარე.
მოასხით ეს სოუსი სპაგეტის და მიირთვით

პ.ს. ახლა მომაფიქრდა, რომ სოკოს ბულიონის კუბიკით გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე უბრალოდ ადუღებული წყლით.
ხოდა ისა კიდევ, არასამარხვო ვარიანტში მაიონეზის მაგივრად არაჟანი უქენით.
This post has been edited by Breaky on 28 Nov 2007, 16:57
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable