მაგარ რეცეპტს გეტყვით, მარტივია, იაფია, ნოყიერი და ჯანსაღი

პროპორციებს თვალით მიხვდებით
რაც შეიძლება ბევრი სალათის ფურცელი, აუცილებლად
დატეხეთ ხელით რომ ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა შენარჩუნდეს
ჩაყარეთ სალათის ჯამში
გათლილი კიტრი ოთხად გაჭერით, შემდეგ დაჭერით ოთხკუთხედ კუბიკებად, ჩაყარეთ ჯამში
პატარა პამიდვრები რომ არის, ხელოვნურად მოყვანილი, გუდვილში იყიდება გემრიელი, ის დაჭერით ოთხად და დააყარეთ კიტრს და ფურცლებს
მარილიანი, გემრიელი ყველი (იმერული უხდება ყველაზე მეტად) მოახეხეთ, ისე რომ სიმლაშე არეგულიროთ, ბევრი არ უნდა, მარილის მაგივრობასაც გაგიწევთ
მოაყარეთ ბრუსკეტი მარეტი ან კუბეტის სუხარები
თუ სახლში გეგულებათ სალათის გემრიელი ზეთი, სპეციალური, მოასხით 1 სუფრის კოვზი
უქენით 1 სუფრის კოვზი შაქარი, გემრიელ არომატს მატებს
აურიეთ ეს ყველაფერი, გასინჯეთ, გემო დაარეგულირეთ
მაიონეზი არ უხდებაპოპულში იყიდება სპეციალური სალათის სოუსები, რომელიც ძალიან უხდება, თან არომატების არჩევანი დიდია
ეს სალათა ეცადეთ გაკეთებიდან მალევე მიირთვათ, რადგან სალათის ფურცლები მალფუჭებადია და ამავდროულად, სუხარები დნება (სალათას თავის სისველე აქვს)
გააწყვეთ სუფრა და გემრიელად მიირთვით