კუსკუსის სალათა ტაბულე
500გრ.კუსკუსი(მსხვილი გრანულებით უკეთესია იყოს)
3-4 ცალი კიტრი
3-4 ცალი პამიდორი
1 კონა ოხრახუში
პიტნა გემოვნებით
2 ცალი ბულგარული წიწაკა
ლიმონის წვენი
მარილი
ზეითუნის ზეთი ან ჩვეულებრივი რაფინირებული
გოგრის მარცვალი მოხალული მოსაყრელად(ეს ჩემი დანამატია გემოვნებით)
ვამზადებთ კუსკუსს:
ჯამში ვათავსებთ კუსკუსს და ვასხავთ ადუღებულ წყალს იმდენს,რომ აცდეს კუსკუსის ზედაპირს ორი თითის სისქეზე,ვაფარებთ სახურავს და ვაჩერებთ ცოტახნით.
ასე კუსკუსი გაფუვდება,შეიწოვს მთელ სითხეს.
ვისველებთ ხელს ზეთში და ხელით ვაფხვიერებთ მასას,ასე კარგი ფანტელი მასა გამოგვივა....ვაცდით გაციებას.
ბოსტნეულს ვჭრით კუბიკებად.
მე პამიდორს ვაცლი თესლებს,ბევრ სითხეს შეიცავს,რომელიც არ გვჭირდება ...
ასევე ჩაის კოვზით ვაცლი გულს კიტრსს,ესეც ასევე შეიცავს ზედმეტ სითხეს...
დაჭრილ ბოსტნეულს და მწვანილს ვაყრით კუსკუსს,მოვასხათ დრესინგი და კარგად ამოვურიოთ,ზემოდან მოვაყაროთ გოგრის მოხალული მარცვალი.
დრესინგი:
მარილი,ცოტა შაქარი 0,5 ჩ.კ.,ლიმონის წვენი და ზეთი კარგად გავთქვიფოთ.
ასევე დაღერღილი ცხარე წიწაკაც მოუხდება ამ სალათას,ზომიერად.
* * *
ბადრიჯნის და ბულგარული წიწაკის სალათა
1 კილო ბადრიჯანი
5 ცალი ბულგარული წიწაკა წითელი ,მწვანე
1 თავი ხახვი
ბროწეულის მარცვალი
ძალიან ცოტა ნიორი
უცხო სუნელი ძალიან ცოტა
ბალზამიკოს ძმარი
ფეტას ყველი
ცხარე დაღერღილი წიწაკა
ცოცხალი ქინძი
პამიდორი ჩერი
ბადრიჯანი შევწვათ ფრიტიურში:
ქვაბში ჩავასხათ ზეთი და პორციულად შევწვათ ბადრიჯანი,რომელიც იქნება დაჭრილი სიგრძეზე 1,5 სმ.სისქეზე.
ასევე იჭრება ბულგარული წიწაკაც,და შეწვისას ემატება ცოტა ბალზამიკოს ძმარი(არ შეშინდეთ ცხელ ზეთში ბალზამიკოს დამატებას არაფერი მოყვება

),იწვება 1-2 წუთის განმავლობაში,არ ჩახარშოთ.
შეანელეთ ბროწეულის მარცვლებით,ცოცხალი ხახვის ნახევარი რგოლებით,ცოტა სუნელით(არუნდა ყვიროდეს),ცოტა ბალზამიკოს ძმარი მოასხით,ამოურიეთ,დააგემოვნეთ სანელებლები თუ საკმარისად აქვს და ბოლოს ყველის ნაჭრები+პამიდორი მოაყარეთ ...