მწყრის კვერცხი შოტლანდიურადთორმეტი ცალისთვის
12 მწყრის კვერცხი
300 გ გატარებული ქათმის თეთრი ხორცი
1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
1 ც. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
1 ჩ.კ. მდოგვი
1 ც. მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი
50გ დაფქული ორცხობილა
ზეთი
ჩადეთ მწყრის კვერცხები ქვაბში, დაასხით მარილიანი წყალი და ფრთხილად ურიეთ ადუღებამდე
ადუღეთ 5 წუთი
გადაწურეთ და აცადეთ გაცივება ცივ წყალში
სასალათეში კარგად აურიეთ გატარებული ქათმის ფილე, ჯანჯაფილი, ძალიან წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი და მდოგვი
გაფცქვენით მოხარშული კვერცხები და კარგად აკატავეთ შიგნით
ნარევი დაყავით 12 თანაბარ ნაწილად
სველი ხელებით დააგუნდავეთ ყოველი მათგანი კვერცხის გარშემო, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ამოავლეთ დაფქულ ორცხობილაში
გაახურეთ ზეთი ტაფაში ან ფრიტურში და შეაწითლეთ მიღებული ბურთები
დადეთ საშრობ გაღალდზე დასაწურად
მიირთვით ცხელი, მთლიანი ან შუაზე გაჭრილები
ორიგინალი ფრანგულადhttp://www.papillesetpupilles.fr/2007/12/o...-cuire-et.html/ This post has been edited by Hugh Grant on 31 Mar 2012, 00:26