დღეს ძალიან კაი რეცეპტი ვნახე და საწრაფოდ ვწერ რომ არ დამავიწყდეს
თავად გავაკეთებ მაშინათვე როცა პატარა ფორმებს ვიყიდი.
"საშობაო პრალინე"
მასალა:
150 გრ შავი შოკოლადი
100 გრ ნუტელა
1 დცლ მოხალული თხილი ან ნუში.
20 ცალი მაფინის ყველაზე პატარა ფორმა.
მომზადება
1. გაადნეთ შოკოლადი, შემოინახეთ მასის მეოთხედი ნაწილი დანარჩენი კი ჩაასხით მაფინების ფორმაში.
2. შეინახეთ 20 ცალი მთელი ნუში/თხილი დანარჩენი კი კარგად დაჭერით.
3. აიღეთ ნუტელა, გაადნეთ და აურიეთ მასში დაჭრილი ნუში/თხილი ეს მასაც ჩაასხით შოკოლადიან მაფინებში.
4. აიღეთ შემონახული მთლიანი ნუში/თხილი და სათითაოდ დაწყვეთ მაფინზე.
5. თავზე მოასხით შემინახული გამდნარი შოკოლადი.
მე ვიფიქრე რომ ძალიან კაი გამოვა თუ ნუტელას ნაცვლად გამოვიყენებთ მარციპანის მასას , და მას დავადებ თავზე ნუშს მერე კი მოვასხავ შავ შოკოლადს.
მოკლეთ, ადვილი გასაკეთებელია და იმედია ისიამოვნებთ
აი ასეთი ფორმები უნდა დაახლოებით და კამფეტებიც ასეთი ფორმის გამოდის.
* * *
პ. ს ალბატ იცით რომ შოკოლადი და მსგავსი რამეები ორთქლის აბაზანაზე უნდა დადნეს
და მეორეც ნუტელას მთლად წყალივით ნუ დაადნობთ არამედ სმეტანის კონსისტენციამდე
This post has been edited by BadbadGirl on 19 Nov 2008, 03:31