საშობაო დღესასწაული პოლონეთში წარმოუდგენელია პრიანიკის გარეშე.
ადრე მის მომზადებას მთელი თვით ადრე, უფრო სწორად "ანჯეიკების" (29/30 ნოემბერი) შემდეგ იწყებდნენ, რადგან ცომი ფერმენტაციას მოითხოვს. გამოცხობის შემდეგაც 4-7 დღის მერე ხდება საუკეთესო ... ასე მზადდებოდა პერნიკ სტაროპოლსკი, მაგრამ მოგეხსენებათ დღეს ყველანი თავბრუდამხვევ ტემპში ვცხოვრობთ ... ქვემოთ მოყვანილი რეცეპტიც ჩვენზეა მორგებული ...
მასალად საჭიროა: ცომისათვის: 500 გრ ნატურალური თაფლი და ამდენივე ფქვილი, 250 გრ შაქარი, 200 გრ კარაქი ან მარგარინი, 4 კვერცხი, 2 ჩკ სოდა, 8-10 ცალი მიხაკი, დარიჩინის ნაჭერი (დაახ. 3 სმ.), 3 მარცვალი ბაჰარი, 2 ცალი ბადიანი ( Star anise/ Бадьян/звёздчатый анис), ცოტა დაფქული კოჭა და შავი წიწაკა, 100 გრ ნიგოზი და თუ გნებავთ 1 სკ ფორთოხლის დაცუკატებული კანი
მინანქარი: 1 საშუალო ფორთოხალი, 1 ს.კ ლიმნის წვენი, 2 ჭ შაქრის პუდრი.
ფორმისთვის:80 გრ. კარაქი და 3 ს.კ. დაფქული ორცხობილა.
მინანქარი ჯობია წინა დღით გააკეთოთ. ფორთოხალი გაფრცქვენიდა კბილებად დახსენი კარგად გაწმინდე - თეთრი ნაწილები და კურკები არ შეატოო. წვრილად დაჭერი. დაასხი ლიმონის წვენი. ჩააყარე შაქრის პუდრი და კარგად გაამიქსერე სანამ შაქარი სულ არ გაიხსნება.
მოსამზადებელი სამუშაოებიგაცრილი ფქვილი და სოდა კარგად აურიე ერთმანეთში. მოამზადე სანელებლები ( მიხაკი, დარიჩინი, ბაჰარი, ბადიანი, კოჭა, შავი წიწაკა) - დაფქვი, ან კარგად დანაყე.
ჩართე ღუმელი 180 - 200 გრადუსზე.
წყალი ჩაიდანში გაამზადე ასადუღებლად .
ვიწყებთ ცომის მომზადებას.ცილა ძალიან მაგრად ათქვიფე (ბეზესავით)
დაბალ ცეცხლზე დადგი ქვაბი და ჩაასხი თაფლი დაუმატე შაქარი და მანამდე ურიე სანამ მასა ოდნავ ყავისფერი არ გახდება.
აადუღე წყალი.
გადმოდგი თაფლი და მდუღარე (ქაფქაფა) წყალი (1 ჩ.ჭიქა) ნელ-ნელა დაასხი და თან ურიე. ორთქლი აუვარდება და როგორც კი ეს ორთქლი გაიფანტება დაუმატე სანელებლები და დაჭრილი კარაქი. კარგად მოურიე. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღო.
ეს მასა თასში გადაიტანე - აცალე გაცივდეს.
ჩაახალე კვერცხის გულები, დაჭრილი ნიგოზი და ფორთოხლის კანები. მიქსერით (საშუალო სიჩქარე) აურიე და ნაწილ ნაწილ დაუმატე სოდიანი ფქვილი. როცა ისევ ერთგვაროვან მასას მიიღებ დაუმატე ათქვეფილი ცილა და ფრთხილად, მაგრამ საგულდაგულოდ გადაურიე (მიქსერი აღარ იხმარო!)
მზა ცომი გადაიტანე კარაქწასმულ და ორცხობილა მოყრილ ფორმაში (2/3-ზე უნდა შეავსოს).
შედგი ღუმელში და აცხვე დაახ. 1 საათი.
სუნს დააყენეეეებს!!!!
თუ თავის ზედმეტად მოწვა დაიწყო - ფოლგა გადააფარე.
როცა ნამცხვარი მზად იქნება - ფორმის კედლებს დასცილდება, მაგრამ ჩხირით მაინც შეამოწმე.
გამოიღე ღუმელიდან მაგრამ ფორმაში დატოვე. ფორმიდან ამოიღებ ცოტა რომ გაგრილდება .
გაგრილებული პრიანიკი გადმოიტანე დაფაზე და თავზე ფუნჯით თანაბრად გადაუსვი წინა დღით მომზადებული მინანქარი.
ნამცხვრის დაჭრა შეგეძლება მეორე დღეს, როცა მინანქარი გაშრება.
P.S. სურვილის შემთხვევაში მინანქრის წასმამდე ნამცხვარი შეიძლება ჰორიზონტალურად გადაიჭრას და ქლიავის ან გარგარის ჯემი წავუსვათ ქვედა ნაწილს. დავახუროთ ზედა ნაწილი და მინანქარი მხოლოდ ამის შემდეგ გადავუსვათ.
ვიპოვე სტარაპოლსკის რეცეპტიც და რადგან რუსულადაა არ ვთარგმნი:
Старопольский праздничный пряникпотребуются:
- пшеничная или ржаная мука - 1 кг
- мед - 500г
- сахар - 350г
- смалец или сливочное масло - 250г
- яйцо - 3 шт.
- сода - 3 ч.л.
пряности (молотые):
- корица, гвоздика, имбирь, кардамон - 2 ч.л.
- ядра орехов (измельченные) - 1 горсть
- апельсиновые цукаты - 3 ст.л.
для глазури:
- молоко - 6 ст.л.
- сахар - 6 ст.л.
- какао - 6 ст.л.
- масло - 50г.
Мед, сахар и смалец подогревать, постепенно доведя до кипения, снять с огня, слегка охладить. В теплую массу при непрерывном помешивании добавить яйца, соду, разведенную в 1/3 стакана холодного молока, 1/2 чайной ложки соли. Положить молотые пряности, измельченные апельсинные цукаты и муку.
Тесто тщательно вымесить, закатать в шар, положить в глиняный горшок или эмалированную миску, покрыть холщовой салфеткой, поставить в холодное место, чтобы тесто медленно "дозревало" в течение 3 - 4 недель.
За неделю до праздника тесто разделить на 2 - 3 части, раскатать и выпекать на смазанном маслом противне при температуре 180 - 210С до готовности.
Охлажденные коржи густо намазать домашним сливовым или яблочным повидлом, положить друг на друга, сверху покрыть листом бумаги и положить груз, чтобы поплотнее прижать коржи. При желании поверхность пряника - коврижки можно заглазировать шоколадной глазурью.
Приготовление глазури: 6 столовых ложек молока, 6 столовых ложек сахара, 6 столовых ложек какао всыпать в ковшик и варить при постоянном помешивании. Когда глазурь закипит вбить туда 50 г. сливочного масла. Подавать к праздничному столу.
ასეთი ცომით სხვადასხვა ფიგურების გამოცხობაც შეიძლება ... მაგალითად დათოვლილი საახალწლო სახლები ... გინახავთ ალბათ ... ცალ-ცალკე რომ არ დავდო ორ სურათს გავაერთიანებ
მიმაგრებული სურათი