ჰეჰეე, აი მეც მოვედი და მოვიტანე უგემრიელესი ნამცხვარი, განსაკუთრებით იმათტვის ვისაც შოკოლადი უყვარს

ეჭვი მაქვს
margusha -ც ჩემნაირი ფანი გახდება ამ ნაცხვრის
ნამცხვარი ”შოკოლადის მუსი”. ინგრიდიენტები:
მუსი:
500 გრ შავი შოკოლადი;
2 სუფრის კოვზი თეთრი სიროფი; (შეგიძლიათ თაფლი გამოიყენოთ)
125 გრ უმარილი კარაქი;
4 კვერცხი არეული 2 კოვზ შაქარში
1 ს.კ უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი.
კრემი: მასკარპინე ყავით.
200გრ მასკარპონე;
1 ს.კ ხსნადი ყავა;
2.ს.კ. შაქრის ფხვნილი;
ბაზა:
200-300 გრ ნებისმიერი ორცხობილა რომელიც გიყვართ, დაფშხვენით მსხვილ ნაწილებად და აზილეთ 20 – 30 გრ გადამდნარ კარაქში ან კიდევ იოგურტში, ისე რომ მიიღოთ მასა რომლის გაბრტყელებასაც მცირეოდენი ძალის დატანებით შეძლებთ ფორმაში.
მომზადების წესი:
1.გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ფორმას, რომელიც აუცილებლად უნდა იხსნებოდეს გვერდზე (რადგან სხვაგვარად ვერ ამოიღებთ ნამცხვარს) და დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 30 სმ -ს გვერდებზე წაუსვით კარაქი მერე მოაყარეთ ფქვილი. (რაც უფრო დიდია დიამეტრი მით უფრო თხელი მუსის ფენა გამოგივათ) ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ ორცხობილას მასა.
2.გაადნეთ შოკოლადი, ოქროსფერი სიროფი/თაფლი და კარაქი თასში, დაბალ ცეცხლზე მდუღარე წყლის აბაზანაზე.
3.ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი დაახლოებით 10 წუთი , ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ძალიან სქელი და ფუმფულა მასა. ნელა დაამატეთ ფქვილი და მერე შოკოლადის მასა. (შოკოლადის მასა გააგრილეთ სულ ოდნავ)
4.ჩაასხით გამდნარი შოკოლადის მასა (2) ორცხობილიან ფორმაში და შედგით ღუმელში 8 წუთით. (რომ გამოიღებთ შოკოლადი ჟელესავით უნდა "ყანყალებდეს" ფორმაში. )
5.10 წუთის შემდეგ , გამიღეთ ღუმელიდან და გვერდებზე ნაზად ჩამოუსვით ბასრი დანა, რომ მოსცილდეს ფორმას.
მოაცილეთ ”კალიცო” ფორმას და ნამცხვარი შედგით მაცივარში, მინიმუმ ერთი საათით.
6.სანამ ნამცხვარი ცივდება მაცივარში , მომაზადეთ მასკარონეს კრემი შემდგენაირად: ყავას დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი და დაელოდეთ გაცივებას. აურიეთ ერთმანეთში მასკარპონე, ყავა და შაქარი სანამ არ გაიხსნება ყველაფერი კარგად.
7.1 საათის შემდეგ გამოიღეთ მუსი მაცივრიდან და თავზე ნაზად მოუსვით მასკარპონეს კრემი . გადაანაწილეთ თანაბრად. მოსართავათ შეგიძლიათ ტავზე მოაყაროთ სულ ოდნავ დაფშხვნილი შოკოლადი . ან გააკეთოთ მინანქარი, გააგრილეთ და თავზე ზებრასავით მოასხათ .
უგემრიელესია ხალხოო
BAUSHKE_ - ფორუმზე შვებულება მქონდა აღებული.
This post has been edited by WOMAN IN LOVE on 1 Oct 2009, 15:31