agr_bakმოვაღწიე

ქათამი კარი
500 გრ ქათმის ფილე (მკერდის ნაწილი), კუბიკებად დაჭრილი
1 ცალი ხახვი, წვრილად დაჭრილი
1 ქილა ნუტი (თუ არ ვცდები, ასე ქვია chickpeasს), ან თუ გამშრალი გაქვს ინსტრუქციის მიხედვით დაალბე და მოამზადე. პრინციპში ეს აუცილებელი ინგრედიენტი არაა, თუმცა ძალიან უხდება
ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
ჯინჯერი (იმბირი) გახეხილი 2 ჩკ, ან ამის ფხვნილი გემოვნებით
2 კბილი ნიორი (ან გემოვნებით), დაჭრილი. შეიძლება უნივროდაც
400 მლ დაუმტკბარი ქოქოსის რძე
400 მლ ბულიონი
ქინძი ორი ღერი
1 ცალი მანგო (სურვილისამებრ. ამის ჩანაცვლება შეიძლება ყვითელი დიდი პაპრიკათი), დაჭრილი კუბიკებად
2 სკ კარის პასტა, რომელიც გამზადებული იყიდება
ან თუ არ გვაქვს, მაშინ ჩვენით შევაზავოთ შემდეგი სუნელებით:
კარის ფხვნილი (არ დავინანოთ

კურკუმა (ეს ამწარებს და ზედმეტი არ მოგვიივდეს)
1 ჩკ თაფლი
ხორცი და ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დიდ ტაფაზე, უნდა შეოქროსფერდეს. დავუწიოთ, დავუმატოთ კარი, მოვურიოთ, ვაცადოთ ცოტა, შემდეგ ვამატებთ მანგოს, თაფლს, ჯინჯერს, ნუტს (თუ კონსერვისაა გადაწურულს და თუ ხმელი იყო, წინასწარ მომზადებულს ინსტრუქციის მიხედვით, მოხარშული უნდა იყოს უკვე), ნიორს. ცედრას. ვურევთ, ვამატებთ ბულიონს და ქოქოსის რძეს, ვადუღებთ გასქელებამდე დაბალ ცეცხლზე. თუ უფრო გასქელება გინდა, შეიძლება კარტოფილის ან სიმინდის კრახმალით შესქელება (ოდნავ ცივ წყალში გავხსნით და ჩავამატებთ). ბოლოს გავსინჯავთ, დავამატოთ კურკუმა და კარი გემოვნებით, მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი.
გარნირად უხდება ბასმათი ბრინჯი.
bon appetit (არ ვიცი ინდურად როგორ იქნება

)
This post has been edited by Lemon Curd on 29 Aug 2014, 13:38