ტარხუნის ღვეზელი
თამარ ლომიძის რეცეპტი წიგნიდან "კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო"
ცომი:
1,5 ჩაის ჭიქა მაწონი (300-350 გრამი);
2 ცალი კვერცხი+1 კვერცხის ცილა (გული ზემოდან მოსასმელად მოიტოვეთ);
100 გრ.კარაქი;
1 ჩაის კოვზი სოდა;
- მაწვნით, კვერცხით და გამდნარი კარაქით მოვზილოთ რბილი ცომი.
გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ ცოოტა ფქვილში არეული სოდა.
გადავკეცოთ კონვერტივით. ასე გავიმეოროთ სამჯერ.
ანუ 1 ჩაის კოვზი სოდა+ცოტა ფქვილი გადავანაწილოთ სამ მოყრაზე.
მესამედ გადაკეცილ-გადმოკეცილი ცომი დავდოთ სითბოში დაახლოებით 1 საათი,
ხოლო შემდეგ შევდოთ მაცივარში ან გავიტანოთ სიცივეში დაახლოებით 2 საათი.
ამასობაში მოვამზადოთ გულსართი:
-2 კონა მწვანე ხახვი და 3 კონა ტარხუნა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, მოვაცალოთ უხეში ძირები,
დავჭრათ წვრილად და ოდნავ მოვშუშოთ დაახლოებით 50 გრ. კარაქში.
დიდხანს შუშვა არ უნდა, ფერი არ დააკარგვინოთ
2-3 ცალი კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად,
შევურიოთ მოშუშულ მასას და შევანელოთ პილპილით და მარილით.
მზა ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ.
ერთი ნაწილი დავაფინოთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე ("ჟარონაზე"),
მოვაყაროთ გულსართი, გადავაფინოთ მეორე გაბრტყელებული ცომი და ნაპირები ამოვუკეცოთ.
ზემოდან გადავუსვათ ცომიდან მორჩენილი 1 კვერცხის გული+შეიძლება 1 სუფრის კოვზი არაჟანი.
გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე,
მივირთვათ დაგემოვნებით
tikushaაი, ასე ვაკეთებ მე