ფახლავა (დედაჩემის ძველისძველი ფურცლებდაცვეთილი რვეულიდან მისი გურული დაქალის მოტივების მიხედვით

)
მასალა:
300 გრ კარგად დარბილებული კარაქი
5 ჭ ფქვილი, (კიდევ ცოტა გასაშლელად დაგჭირდებათ)
3-4 კვერცხის გული და ცილა გაცალკევებული
2 ჭიქამდე შაქარი
1 1/2 ჭ მაწონი (ეს ამდენივე არაჟნით რომ ჩაანაცვლოთ უფრო რბილი ცომი გამოგივათ)
სოდა ძმრით.
2 ჭ ნიგოზი
ქიშმიში სურვილისამებრ.
300 გრ კარგად დარბილებული კარაქი გავურიოთ 5 ჭ ფქვილში, კარგად დავზილოთ, ცალკე თასში სოდა+ძმრიანი მაწონი ჩავასხათ შევურიოთ 3-4 კვერცხის გული და ავთქვიფოთ. ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს, კარგად გადავზილოთ, ცომი უნდა იყოს ისეთი რომ თხლად იშლებოდეს. მე ცოტა მარილი და 3 სკ შაქარი დავამატე (რა ვიცი რატომ, მომეპრიანა, ამის დამატება-არდამატებით პრინციპში არაფერი არ დაშავდება, უბრალოდ მომეჩვენა რომ ცომი უფრო გემრიელი იყო) ცომი გავაჩეროთ 20 წთ, მანამდე გავაკეთოთ გულსართი.
კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ისე რომ ამოვიყვანოთ ფაფუკი მასა შევურიოთ 2 ჭ შაქარი ცოტ-ცოტა, და ვთქვიფოთ, ნაზად ხის კოვზით შევურიოთ 2 ჭ გამოტარებული ნიგოზი
ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად (ეს თქვენ გადაწყვიტეთ მაღალი გინდათ თუ დაბალი იმის მიხედვით, შეგიძლიათ მეტ ნაწილადაც გაყოთ, პატარა და მაღალი გამოვა) თითო გუნდა გავაბრტყელოთ თხლად. მერე დავაფინოთ ჯერ ერთი ფენა გადავუსვათ გულსართი (მოვაყაროთ ქიშმიში სურვილისამებრ) მერე დავაფინოთ მეორე ფენა გადავუსვათ გულსართი და დავაფინოთ მესამე ფენა და შემოვუკეცოთ ქვემოდან ბოლოები(ბოლო ფენაზე გულსართს აღრ ვუსვამთ, შეგვიძლია ნიგვზის ლებნებით გაფორმება). შემდეგ ტაფაზევე დავჭრათ რა ზომაზეც გვინდა, ოღონდ ნაზად რადგან რბილია ძალიან, და შევუძახოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ცხობის დრო დაახლოებით 30 წთ-ია თუმცა მე მეტი დამჭირდა ჩემი ცუდი ღუმელის გადამკიდე, რომ გამოცხვება გამოვიღოთ. ასე 2-3 სკ ან მეტი თაფლი გავხსნათ ცოტა წყალში, თაფლის სისქეზეა დამოკიდებული, თუ სქელია მეტი წყალი უნდა, უნდა იყოს ბლანტი ოღონდ ისეთი რომ ადვილად ესმებოდეს ცომს, გადავუსვათ ჩვენს ფახლავას, თუ დაგვრჩა ცოტა ნაჭრებს შორისაც ჩავასხათ, მოკლედ კაშუ ნი ისპორწიშ-ო ეს პონტია

ჩAვრთოთ ზედა გრილი და ზემოდან თAვი მოვუწითლოთ. სჭირდება 5-15 წთ.
(ცხობის დრო დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ფახლავა გიყვართ ოდნავ სველი თუ გამომშრალი, ორივე გემრიელია)
მივირთვათ გემრელად....
ესეც badbadgirl -ის რეცეპტი, ერთხელ გამოვაცხე ჩემი და ამ რეცეპტის ნაზავით

მეგონა დომხალი იქნებოდა მაგრამ გამოვიდა ძალიან გემრიელი,
ცომი:
5 კვერცხის გული , 200 მლ არაჟნი + 200 გრ ძალიან დარბილებული კარაქი და მწიკვი მარილი ავურიეოთ ერთმანეთში. დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ მოიზილოს ნაზი ცომი რომლის თხლად გაბრტყელებაც შეგვეძლება.
გულთავსი:
5 კვერცხის ცილისაგან და 2 ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ ძაალიან კარგი ბეზე დავამატოთ 300-400 გრამი მანქანაში გადატარებული ნიგოზი ვანილი, 3-4 ს.კ კონიაკი.
სიროფი:
200 მლ თაფლი + 50 მლ წყალი.
მომზადება:
გავაცხელო ღუმელი (მხოლოდ დაბლა ნაწილზე შეუნთეტ ცეცხლი) 180 გრადუსზე.
გავყოთ ცომი 6 ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი, დავდოთ საშუალო ზომის ჟარუნაზე, გადავუსვათ ბეზეიანი ნიგოზი მოვყაროთ ცოტა ქიშიმიში (აუცილებელი არაა, მაგრამ მე მიყვარს). და ასე მანამ სანამ ბოლო ფირფიტამდე არ მივალთ. ბოლო ფირფიტა უფრო დიდი ზომის გავაკეტოთ რომ ნამცხვარს გვერდებზე ჩავუკეცოთ. დავჭრათ ჩვენი ნამცხვარი და შევდოთ ღუმელის შუა დონეზე გამოსაცხობად.
რომ გამოცხვება, ავიღოთ ჩვენი მომზადებული სიროფი და კოვზით კარგად მოვასხათ ნამცხვარს. დანით კიდევ ერთხელ გადავსეროთ და ნაპრალებშიც ჩავასხათ. მერე ისევ შევდოთ ღუმელში სულ 5 წუთით.
ესაა და ეს. გემრიელად მიირთვით