ამ კიბორჩხალას ჰქვია DUNGENESS CRAB.
ესეც წყნარი ოკეანის ნობათია.
მეგობარი მყავს ერთი, ჯერ 25 წელი მარტომ იცხოვრა ტყეში, მერე წიგნების წერა დაიწყო და ეხლაც არ ეშვება თავის ცხოვრების სტილს.
ჰქონდა 450 აკრი მთის მასივი საკუთარ მფლობელობაში, მერე გადაწყვიტა ოკეანესთან ახლოს ცხოვრება და ახალი სავარგული იყიდა.
ბლანკიან ფურცელზე დამიწერა ტექსტი, სადაც მისი მონაცემებია და ხელმოწერაც, რომ მე შემიძლია შევიდე იმ ტერიტორიაზე და რაც გამიხარდება ის გავაკეთო.
ტყე-ღრე თავისთავად, მდინარე ჩამოუდის იქვე.
სპეციალურად ავიღრინები ხოლმე, მოვიდებ მიზეზს სახლში და მერე 4-5 დღით დავეხეტები ეგეთ ადგილებში.
ვიდეოებიც მაქვს.
მოკლედ, ეს კაცი წავიდა "სამოთხედან", "ჯოჯოხეთში".
ჰქონდა "ოლიმპიური" ზომის საცურაო აუზი, 12 საძინებელი, მგონი 7 ვეებერთელა დარბაზი და 6 სრული აბაზანა, და ეს ყველაფერი მთაში.
გაყიდა ეგ ყველაფერი და ხის ხუხულა იყიდა ოკეანის მახლობლად.
მომწერა ახალი მისამართი და მეც მეტი რა მინდოდა.
"დავიგრუზე" ჩემი "ხარახურით", "ვიჩხუბე" სახლში და გავგაზე ერთ კვირიანში.
სად პოულობს ეგ კაცი ეგეთ ადგილებს, გარტყმაში არა ვარ.
ვითევზავე.
ვერაფერიც ვერ დავიჭირე, არადა სავსეა მდინარე ორაგულით, სთილჰედით და ათასი წყალმცურავით.
წაღებული მქონდა კიბორჩხალების დასაჭერი გალიები.
მეთქი ამათ მაინც დავიჭერ.
გრძელი ისტორიაა, თუ როგორ მოვემზადე მაგ დაჯღანულებისთვის და პირდაპირ ვიტყვი.
კაი ბლომად ვიჭირე.
იქვე მოვხარშე, იმ მდინარის მლაშე წყალში.
გასვლაზე საერთოდ არ ვეკარები ალკოჰოლს.
ყველაზე მთავარი არის ის, სანამ მომაგნებენ, ჩემი ბუნდღა აღარ იქნება, ბევრი მტაცებელია ტყეში, თან სულ მარტო დავყეტიალობ.
სახლისთვისაც წამოვიღე.
არა, თევზიც დავიჭირე, მაგრამ იქვე გავუშვი ყველა, მხოლოდ ერთი ორაგული გავჭერი და არ ჰქონდა ქვირითი მზად.
ღორჯოებს შავი დღე დავაყენე, ისინიც იქვე დავხარშე კრაბებთან ერთად.
მახსოვს ის გემო და წამოღებულებიც დავაწითლე ამას წინათ მდუღარეში.
არ დამიკლია ხორხოშინა მარილი, მაგრამ ერთი და იგივე კიბორჩხალა, სხვადასხვა გემოსი გამოვიდნენ.
ოკეანის წყალში მოხარშული, ბევრად გემრიელი და სურნელოვანი იყო.
ესეც სურათები.
/ვიდეოებს ვერ ვდებ, მხოლოდ ლინკები იდება, თუ ვინმე დამეხმარება და მასწავლის ამ საითზე როგორ დავდო ვიდეოები, უფრო სახალისოს გავხდი ბევრ თემას./


This post has been edited by elchi on 13 Jan 2013, 15:17