პაეია
ინგრედიენტები
მე ყველაფერი გაყინული მქონდა. მერე მიკროონდაში გავადნე და დავიწყე გამზადება
ცხელ ზეთში შევაწითლოთ ლანგოსტინები,

დაწითლების შემდეგ ცალკე გადავიღოთ და იმავე ზეთში ჩავყაროთ დაჭრილი კალამარის რკალები

დავუმატოთ გამბები, მოვშუშოთ

მერე სოკო...რომ მოიშუშება

დავამათოთ მწვანე ნედლი ლობიო და გავაგრძელოთ შუშვა..

ჩავუშვათ გარეცხილი ალმეხები , თუ გვინდა ტაფას დავაფაროთ ცოტა ხანს თავზე,რომ ორთქლის დახმარებით გაიხსნას ალმეხები

როცა გაიხსნება ყველა (რომელიც არ გაიხსნება ბოლოს, ის არ იჭმევა)

ვამატებთ ტომატს

შემდეგ კი კონსერვის ბულგარულ წიწაკას , ნატურალურიც შეიძლება

ვუმათებთ მრგვალ ბრინჯს,

და ვშუშავთ დაბალ ცცხლზე, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებსაც დაბალ ცეცხლზე ვაკეთებთ...

რომ მოიშუშება ვამატებთ ზაფრანას ან ყვითელ ყვავილს...

შემდეგ ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ თევზის უფხო ფილეტებს..

გაროხს...
This post has been edited by faustina on 29 Jun 2009, 01:32