ნედლი ლობიოსა და ლორის (ვიჩინა) პუდინგი..არ დაგიმალავთ და გეტყვით რომ არ მეგონა ასეთი გემრიელი თუ გამოვიდოდა
მასალისათვის საჭიროა800 გრ. მამდე ნედლი ლობიო
15 ც. თხლად ათლილი ვიჩინა (ჩვენთან მგონი ჭრელ ვიჩინას ეძახიან)
ხამონ იორკი (მაგის გარეშეც მშვენიერი გამოვა

)
6 ც კვერცხი
200 მლ. ნაღები
200 მლ. რძე
მოსკატის კაკალი ძაან ცოტა
ცოტა კარაქი და ორცხობილა ყალიბისთვის.
მწვანე ლობიოს წამოვადუღებთ ცალკე ქვაბში 3 წთ.

ლორსაც ცალკე მოვთუთქავთ ორთქლზე... (ან შებოლილს გამოვიყენებთ და მხოლოდ ტაფაზე დავბრაწავთ ოდნავ)

მერე შევაწითლებთ ტაფაზე

ხამონ იორკსაც შევაწითლებთ ორივე მხრიდან

ავთქვეფავთ კვერცხებს , ნაღებსა და რძეს. ერთი მთლიანი მასის მიღების შემდეგ ჩავახეხავთ მოსკატის კაკალს, რაოდენობა გემოვნების მიხედვით..

ყალიბს სიგრძზე ჩავუფენთ ქაღალდს, წავუსმევთ მთლიან ყალიბს (შიგნიდან

) კარაქსა და მოვაყრით ორცხობილას.
* * *
ყალიბის ძირში ჩავასხატ ეს კვერცხის მასა, იმდენი რომ დაიფაროს, შემდეგ დავაწყოთ სიგრძეზე ნედლი ლობიო...

ასე თანმიმდევრობით მივყვეთ: ლობიო, კვ.მასა, ხამონი ან ლორი, კვ. მასა, ლობიო....
ყალიბი შევავსოთ ასე ბოლომდე და მთლიანი ფორმა მოვათავსოთ სხვა ნახევრად ჩასხმულთ წყლიან ფორმაში

მვათავსოთ უკვე 180 გრ. ზე გახურებულ ღუმელში და დავტოვოთ დაახლოებით 45-50 წთ.
მე 50 წთ მქონდა, მაგრამ 10 წთ. ც რომ გამეჩერებინა, არაფერი არ დაშავდებოდა...

გავაციოთ ცოტა ყალიბი, გვერდებზე ფრთხილად დანის წვერით ჩამოვაცილოთ მასა, დავაფაროთ ზევიდან ფიცარი, შემდეგ გადმოვატრიალოთ და თვითონვე ამოვა.

ფრთხილად ჩამოვაჭრათ გვერდები და გემრიელად მივირთავად


შეიძლება სხვადასხვა ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულის გამოყენებაც...
დამავიწყდა, თორემ სტაფილო მინდოდა გამეკეთებინა

მოვამზადოთ ტომატის სოუზი და ზევიდან მოვასხათ,
ან ქვევიდან......
რავიცი.... საიდანაც გაგიხარდებათ
