კარტოფილი დოფინურად(დოფინე ყოფილა საფრანგეთის მთიანი პროვინცია.. ვოტ

)
6 პორციაზე თქვენ დაგჭირდებათ:
1 კგ კარტოფილი
1 კბილი ნიორი
30 გრამი ზეთი
100-140 მლ დაბალცხიმიანი ნაღები
180 გრამი გახეხილი მაგარი შვეიცარული ყველი ან ფრანგული "კონტე" (სხვა ყველიც წავა, და სხვადასხვა სახის ყველის კომბინაციაც კი

)
90-100 გრამი კუბიკებად დაჭრილი კარაქი.
მარილ-პილპილი.
ჩვეულებრივი წესით ვთლით კარტოფილს და ვჭრით ნაჭრებად.
ვიღებთ ჭურჭელს, რომლითაც ვაპირებთ, რომ კარტოფილი სუფრაზე მივიტანოთ და რომელიც, ცხადია, უნდა იყოს ცეცხლგამძე და თბოგამძლე (თუ როგორც არის), ვინაიდან კარტოფილს ვწვავთ ქურაში. ჩემი რჩევაა, რომ თუ არჩევანი გაქვთ A. რღმა და მცირე დიამეტრისა და B. არც თუ ღრმა, მაგრამ ფართო დიამეტრის ჭურჭლებს შორის, აირჩიოთ პირველი (გეტყვით მერე, რატომაც).
გავჭყლიტავთ ან უწვრილეს ნაჭრებად დავკუწავთ ან სულაც (მომბაძეთ მე) გავხეხავთ 1 კბილ ნიორს და ხელით (ცხადია, წინასწარ კარგად დაბანილი ხელით) კარგად წავუსვამთ ჭურჭლის ფსკერსა და კედლებს.
შემდეგ იგივე უნდა გავიმეოროთ ზეთის შემთხვევაში - ბლომად უნდა წავუსვათ ფსკერსა და კედლებზე.
შეგიძლიათ ზეთში მარლა დაასველოთ და იმით წაუსვათ, ხელის "გაზეთვა" აუცილებელი არაა
ამის შემდეგ დაჭრილი კარტოფილის ნახევარს (შეძლებისდაგვარად) თანაბრად ვანაწილებთ ჭურჭლის ფსკერზე, ზემოდან ვაყრით მარილ-პილპილს, გახეხილი ყველის ნახევარს და კარაქის (ასევე) ნახევარს.

ვფარავთ ამ მასას დარჩენილი კარტოფილით, ვაყრით მარილ-პილპილს, დარჩენილ ყველსა და დარჩენილ კარაქს.
შემდეგ ვიღებთ ნაღებს და ფრთხილად ვასხამთ ჭურჭლის კიდეებთან, კარტოფილის გარშემო.
ვდგამთ წინასწარ 200 გრადუსამდე (ანუ საშუალოზე ცოტა მეტად) გახურებულ ქურაში და ვაჩერებთ 30-40 წუთი, ანუ მანამდე, სანამ კარტოფილი არ დარბილდება, ხოლო მისი "ყველოვანი" ზედაპირი არ გახდება მოოქროსფერო-მოყავისფრო..
ანუ დაახლოებით აი, ასეთი:

ვოტ ი ვსიო
შენიშვნები:
1. მე თუ მკითხავთ, ის მასალა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.. ტოისტ, მასალის ოდენობა.. სულაც არ ეყოფა 6 კაცს.
ისეთი გემრიელობა გამოდის, რომ 3 ან 4 კაცის პორციაა

2. ყველი არ დაინანოთ და 20-30 გრამი მაინც წაუმატეთ

3. მე გამოვიყენე სულგუნისა და რაღაც ყველის (დამავიწყდა სახელი

რაღაც საკაიფო ყველია, მწვანილი და წიწაკა აქვს გარეული შიგნით) ნარევი - 50/50. ძალიან გემრიელი გამოვიდა
4. ჭურჭელს რაც შეეხება: ფართო ჭურჭელში ყველის მასა უფრო "ფართოდ" და შესაბამისად - თხლად ნაწილდება.
ხოლო თუ ჭურჭელი ღრმა, მაგრამ არც თუ ფართო ზედაპირიანია, შესაბამისად, გამდნარ-ჩამდნარი ყველის უფრო სქელ ფენას მიიღებთ... თუმცა, ფართო და დაბალ ჭურჭელშიც უგემრიელესი რამ გამოვიდა, მერწმუნეთ.
გემრიელად მიირთვით!
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".
London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!
It's all about music!
არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo: