კი დავწერ, ოღონდ 1. მე არასოდეს არ გამიკეთებია და 2. უამრავი ვარიანტი არსებობს.
ზემოეაღნიშნულის გათვალისწინებით ერთ-ერთ მარტივ რეცეპტზე შევჩერდები:
მასალა:
საქონლის ძვლები ან საქონლის კუდი (ნახარშისათვის)
საქონლის რბილობი - 200 გრამი, ძალიან თხელ, ფურცლის სისქეზე იჭრება, ამისათვის ხორცი შეიძლება ჯერ გაყინოთ კიდეც, რომ ადვილად დაიჭრეს;
ხორცი დამატებით , სურვილისამებრ- ქათმის, გატარებული საქონლის (გუნდებად - თითო ლუკმის ხელა ბურთულები), ღორის ხორცი და ა.შ.
ბოსტნებული:
ხახვი 2-3 თავი საშუალო ზომის,
სტაფილო - წვრილად დაჭრილი, ან გახეხილი სურვილისამებრ;
მწვანილები : ქინძი, პეტრუშკა- ჩასახარშად კონად, სურვილისამებრ, და წვლილად დაჭრილი მოსაყრელად;
ლობიო ახლად ამოსული - მემგონი ეს არის, სურათზე არის, ქვემოთ დავდებ;
მწარე წიწაკა , მარილი,
სოიას სოუსი, თევზის სოუსი (ვიეტნამურია - ნოუკ მამა ქვია) ამ ორი სოუსის ნაცვლად შეიძლება აჯიკაც; მოკლედ ცხარე უნდა იყვეს;
ლიმონი ან ლაიმი (პატარა, მწვანე ლიმონები);
ნიორი;
დაფნის ფოთოლი;
იმბირი, გვაზდიკა, კარიცა, ვარსკვლავა ანისი (ეს ყველაფერი თქვენი გემოვნებით, რადგან მე მხოლოდ იმბირს და ანისს ვუზავ)
და რაც მთავარია: ბრინჯის ლაფშა; აი ამის გარეშე რა გამოვა არ ვიცი;
მომზადების წესი:
ვაკეთებთ ბულიონს სტანდარტულად ძვლებით;
იმბირი, ანისი, დაფნის ფოთოლი და სხვა სუნელები, კონა მწვანილების იხვევა მარლაში და ეკიდება ბულიონში არომატისთვის; შემდეგ გადავუძახებთ ნაგვის ყუთში;
სტაფილო და 2 თავი ხახვი ითუშება ზეთში და შემდეგ ერევა ბულიონს;
თუ გვაქვს გუფთაც - გუფთაც იხარშება ამ ბულიონში; ეს ბულიონი იკმაზება მარილითა და სოიას სოუსით ან აჯიკით; მე ძალიან მომწონს გუფთით.
ამ დროისათვის ვალბობთ ბრინჯის ლაფშას დაახლოებით 20 წუთია საჭირო;
და ვჭრით საქონლის ხორცის რბილობს ძალიან წვრილად
ცალკე იჭრება მწვანილების 1/3 ძალიან წვრილად და იწყობა ცალკე თევშზე, იქვე იდება რგოლებად დაჭრილი ლიმონი/ლაიმი, წვრილად და ალყა-ალყად დაჭრილი 1 მორჩენილი თAვი ხახვი და ლობიოს ახალი ნაზრდები; ევროპაში ყველა სუპერმარკეტშია;
ე.ი. ბულიონი მზადაა, მწვანილები დაჭრილია, ბრინჟის ლაფშა დამბალი;
ეხ;ა მთავარი - მაგიდაზე მიტანის წესი:
ღრმა სუპის ფიალებში იდება ლაფშა და ზემოდან ეყრება ხორცის უმი, თხლად დაჭრილი ნაჭრები (თუ უმი მიუღებელია თქვენთვის, შეიძლება 2 წუთით მდუღარეში გააჩეროთ)
ზემოდან ესხმება უკვე მზა და შეკმაზული ბულიონი;
აქ მთავრდება მზარეულის შემოქმედება; დანარჩენი შეკმაზვა, ლობიოს ყლორტებით, ლიმონით, დამატებითი მწვანილითა და ხახვით ხდება გემოვნებით - ინდივნუალურად
უუფ, რამდენი ხანი ვწერდი და ეხლა გაკეთებას რა დრო უნდა, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან ადვილად და მალე მზადდებაო

შეკითხვები არ მოგერიდოთ, შეიძლება რაიმე დაწვრილებით არ დავწერე და მკითხეთ
This post has been edited by Peppi on 5 Feb 2008, 18:05
მიმაგრებული სურათი