სავარაუდოდ, იქნება ან სუნელების კაცის მაღაზიაში, რომელიც, იმედი მაქვს, ისევ არსებობს, მისი გარდაცვალების შემდეგ

)
ან დიდუბე პლაზასი, თურქულ მაღაზიაში ან გუდვილში.
ეს კი რეცეპტი, ყოველი შემთხვევისთვის
რეცეპტი შექმნილია ჩვენი თანაფორუმელის და არაჩვეულებრივი რეცეპტების ავტორის, ტოსკას მიერ
შექმნილია tos-ka,
შემოგთავაზებთ მარციპანის მომზადების უადვილეს რეცეპტს
ნუში 500 გრამი ან შესაბამისი ოდენობით ნუშის ფქვილი
შაქრის პუდრა 200–300 გრამი
შაქარი 200 გრამი
1 ჭიქა წყალი
მინის ღრმა ჯამი მარციპანის მოსაზელად, მიქსერი
მომზადების წესი
ნუშის ფქვილის მომზადება: კანის გასაცლელად ნუში 15–20 წამით უნდა ჩაიყაროს მდუღარე წყალში. დაფუფქულს კანი ადვილად გასძვრება. შემდეგ უნდა გამოვაშროთ ღუმელში. უკეთესია თუ ნუშს 10–15 დღით ადრე მოვამზადებთ და ბუნებრივად გაშრება ჰაერზე. კანგაცლილი ნუში დავფქვათ ყავის საფქვავით რაც შეიძლება წვრილ ფრაქციად.
ნუშის ფქვილი და შაქრის პუდრა მოვათავსოთ მინის ჯამში და მიქსერის დახმარებით კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
1 ჭიქა წყლისა და 200 გრამი შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი, ცხელივე ჩავუშვათ ნუშის მასაში წვრილი ჭავლით და თან განუწყვეტლად ვურიოთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შეგრილებული მასა ბოლოს ხელით უნდა გადავზილოთ. საბოლოოდ მივიღებთ რბილი პლასტილინის კონსინსტენციას.
მარციპანი შეიძლება ხანგრძლივად შევინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ოღონდ აუცილებლად უნდა შევფუთოთ ცელოფანში, ჰერმეტულად, რომ არ გამოშრეს.
დამატებითი ინფორმაცია
თუ მარციპანი მაინც გამოშრა, არ არის პრობლემა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და წყალში ან რაფინირებულ ზეთში დასვენებული ხელით გადაზილეთ. მასა ისევ დაიბრუნებს ელასტიურობას დ ბზინვარებას.
საკონდიტრო ნაწარმი 4 http://www.perfectcook.org/index.php/search/searchაი, ამ ლინკზე კი მოცემულია, როგორც ზემოთხსენებული რეცეპტი, ასევე ტორტის მარციპანით გაფორმების რამდენიმე საინტერესო ვარიანტი