ინდაური სატენით
6-8 პორცია
1ინდაური(დაახლოებით 3,5კგ.)გასუფთავებულ გარეცხილი
5-6 ტკბილიკარტოფილი(არ ვიცი მანდ ზუსტად როგორ ეძახიან.ყვითელია)ან კარტოფილი
შიგთავსი:
200გრ. ხბოს/საქონლის ფარში
2 პრასი დაჭრილი
1ჭ ბეკონი დაჭრილი
200გრ. წაბლი მოხარშული
3 ლეღვი ჩირი დაჭრილი
1/2ჭ ბრინჯი კაროლინა
2-3ცოცხალი ქონდარი(სხვადასხვა ჯიშია ამიტომ აი ამ სახელწოდების thyme) პატარა ტოტები
1/2ჭ კონიაკი
შერეული სუნელები,მარილი,პილპილი
გარედან მოსასმელად:
4ს.კ. ყურძნის სიროფი(Petimezi)
4ს.კ. ბალზამიკო
1/2ჭ ზეითუნის ზეთი
ღუმელის ქვაბისთვის(ან რა ქვია ზუსტად?):
1/4 ბულიონი ბოსტნეულის ან ხორცის
1ჭ მანდარინის(სეზონს უხდება)წვენი ან ფორთოხლის
პატარა ჯამში მოვათავსებთ ლეღვის ჩირს და კონიაკს 15'.
ღრმა ტაფაში ვშუშავთ ბეკონს,პრასს და ფარშს.როგორც კი ფარში ფერს შეიცვლის დავამატებთ დანარჩენ შიგთაცსის მასალას, ავურევთ და ვშუშავთ 7-8'.
ინდაურს გარედან წავუსმევთ მარილს,პილპილს და კანის ქვეშ აქეთ იქით გვერდებზე ჩავუდებთ ცოცხალი ქონდარის ტოტებს.
ვტენით ინდაურს,ვკერავთ თუ გვინდა ან ჯოხებით ვკეტავთ ან უბრალოდ ტოსტის ორი ნაჭერით დავფარავთ შიგთავს.
წავუსმევთ ერთად არეულ ყურძნის სიროფის,ბალზამიკოს და ზეითუნის ზეთს.ჩავდებთ ღუმელის ქვაბში თუ რაც ქვია მერე მოვასხავთ მანდარინის წვენს ზეთს და ბულიონს.ვაფარებთ თავს და ვაცხობთ ღუმელში 3-3,5სთ. 180 გრადუსზე.
ერთი საათით ადრე სანამ გამზადდება ვამატებთ ტკბილკარტოფილს დაჭრილს.
ხორცის თერმომეტრით თუ გავსინჯავთ ინდაურს(3საათი რომ იქნება გასული)მაშინ უნდა ჩავარჭოთ მკერდში სადაც ხორცი ბლომად აქვს ინდაურს(და არა ფრთაზე ან ბარკალზე)76გრადუსს რომ აჩვენებს ე.ი. მზად არის მთლიანად.თვალითაც შეატყობთ რა თქმა უნდა.
ყველაფერი აქვს ამ ინდაურს

აი გემო სუპერ.გადნება ყველაფერი პირში პო პო პოო...
enjoy...
This post has been edited by mariaa on 5 Jan 2011, 13:47