აუ, ახლა ვნახე ეს.
გააკეთე უკვე ალბათ...
guruliqaliწიწაკის კონსერვი ზეთით (ეს რეცეპტი დედაჩემისგან დამრჩა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი კარგი, სასიამოვნო, თბილი და გემრიელი...
ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მას მოგონებების გემო უფრო აქვს...
მაგრამ სხვებსაც მოსწონთ...

)
ინგრედიენტები: სამწნილე წიწაკა-6 კგ.
ბულგარული წითელი წიწაკა-1-2 კგ.
ნიორი-6 საშუალო ზომის თავი;
ნიახური და ოხრახუში-თითო მოზრდილი კონა;
ზეთი-4 ჩ.ჭ. (უმჯობესია კახური ზეთი)
ძმარი-5 ჩ.ჭ.
შაქრის ფხვნილი-1 ჩ.ჭ.
მარილი-1 ჩ.ჭ.
10-15 ცალი დაფნის ფოთოლი;
მომზადება: წიწაკები გადავარჩიოთ და გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავდგათ შესაშრობად.
(გასუფთვებაში ვიგულისხმე, რომ ყუნწებთან ზედმეტ რაღაცეებს ვაცლი
და თუ არ დამეზარა, შეიძლება, გვერდიდან ჩავჭრა ნაწილობრივ და თესლები ამოვაცალო, რომ სიმწარე მთლად დაკარგოს.)
ბულგარულებიც დავჭრათ, თესლები გამოვაცალოთ, გავრეცხოთ, გრძლად დავჭრათ და შევაშროთ.
მე ბულგარულს სუფთა ესთეტიკური თვალსაზრისით ვუმატებ, ლამაზია
თუმცა არანაკლებ გემრიელი!
ასევე დავარჩიოთ მწვანილი და ნიორი. დავჭრათ ყველაფერი.
ნიორი შეიძლება გაატაროთ კიდეც, მაგრამ მე დაჭრილი უფრო მომწონს.
მოზრდილ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ძმარი, დავამატოთ დაფნა, შაქარი და მარილი და ავადუღოთ მორევით.
ამ სითხეში ნაწილ-ნაწილ (კარგად რომ გაითუთქოს) ჩავყაროთ წიწაკა,
გავთუთქოთ ფერის შეცვლა-გაყვითლებამდე, პერიოდულად მოვურიოთ-ხოლმე,
ასე 10-15 წუთში ამოვიღოთ ქაფქირით ჯამზე,
ასევე ბულგარული, ასევე მწვანილი და ნიორი გავთუთქოთ და ამოვიღოთ ცალ-ცალკე.
ეს ყველაფერი ერთადაც შეიძლება რომ ჩაყაროთ გასათუთქად,
მაგრამ დიდი მასაა და ძნელი მოსარევია, ამიტომ მე ნაწილ-ნაწილ უფრო მომწონს.
ეს ყველაფერი გადავანაწილოთ ქილებში თანაბრად, წვენიც დავასხათ,
დავახუროთ სახურავები, გავუკეთოთ სტერილიზაცია 15-20 წუთი და მოვხუფოთ.
რჩევები: 1. ხელთათმანებით იმუშავეთ წიწაკასთან;
(მახსოვს, პირველად რომ გავაკეთე, ამან რა უნდა მიქნას-მეთქი
და ისეთ დღეში ჩავვარდი, მთელი ღამე წყლიან ჯამში მეწყო ხელები facepalm.gif )
2. ქილები ძალიან არ გაავსოთ, თორემ სტერილიზაციის დროს გადმოდის და ეს ზეთიანი მასა ძალიან სვრის წყალს და ქილებს.
დაბოლოს, გემრიელად მიირთვით ზამთრის გრძელ და მოწყენილ საღამოებში!
This post has been edited by nia4u on 2 Nov 2014, 17:19