გაიხარეთ, გოგონებო
forum girlძირითადად საკვებისგან , ცხადია, მაგრამ ხშირად აუცილებელი ხდება მისი პრეპარატის სახით მიღება. მაგალითად, იქნებ საქართველოშიც იყიდება აფთიაქებში ან დროგერიების მარკეტებში, შეიძინეთ კალიუმის ქლორიდით გამდიდრებული ნატრიუმის ქლორიდი ( სუფრის მარილი), ამით მარილის გემო იგივეა, მხოლოდ ნაკლები ნატრიუმით და ეს ბევრ სხვა დაავადებების გაჩენას ხელს შეუშლის, როგორიცაა მაღალი წნევა და სხეულის სითხის ბალანსის მოშლილობა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კალიუმზე> დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე სასმელი ან მინერალური წყლის ( უგაზო) სახით, ასევე დაუმტკბარი ჩაი. კოფეინის შემცველი სასმელები არ მიათვალოთ ამ 2 ლიტრში. მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები . ამით გარანტირებული გაქვთ სასურველი სისხლის წნევა, სიმხნევე, კონცენტრაციის მომატება თუ ზედმეტი წონისგან თავის დაცვა, ძლიერი კუნთები.
კალიუმით მდიდარი საკვები: კარტოფილი, ისპანახი ( ისპანახი მიირთვით უშუალოდ დამზადების), კომბოსტო ( მწვანე), სალათები ( ფოთლოვანი), ბროკოლი, გოგრა, ბანანი, გარგარი და ატამი, ქიშმიში, ქლიავი, ლეღვი, ფინიკის ხურმა, მწვანილეული.
მაგნეზიუმი : ბარდა, სოიო, ლობიო და საერთოდ პარკოსნები, ყველა სახის კაკალი, მზესუმზირა, ანანასი. ისპანახი, სერი ფქვილით დამზადებული მაკარონი ( უკვერცხო ცომით). შავი შოკოლადი (ურძეო).
------------------------------------
აისის ფორუმიდან გადმოვაკოპირებ ჩემს ერთ-ერთ პოსტინგს, რომელიც ე.წ. შუსლერის მარილებს ეხება და ვისაც გაინტერესებთ, გადახედეთ, არის კალიუმიც და მაგნეზიუმიც, ასევე სხვა აუცილებელი ნივთიერებები:
***
რამდენადაც მინერალებს , მარილებს ორგანიზმის სიკაჟისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველად ცოტას ე.წ. შუსლერის მარილებზე მოგითხრობთ. ეს მარილეულობა არის გერმანელი ჰომეოპათი ექიმის ვილჰელმ ჰაინრიხ შუსლერის ( 1821-1898წწ.) შემოღებული და ფიზიოლოგიურად დამტკიცებულია მათი მოქმედების ეფექტურობა. საქართველოში თუ არ არის ამ სახელით ცნობილი, მარილების ქიმიური შემადგენლობა იქნება დაწერილი და შეგიძლიათ იკითხოთ აფთიაქებში ან დაეკითხოთ ექიმს. სულ არის 12 სახის მარილი, მე დავწერ მხოლოდ ჩემი აზრით რელევანტურებს, რაც შესაძლებელია თქვენთვის სასურველი აღმოჩნდეს.
Calcium phosphoricum -- Schüßler Salz Nr. 2

ამ სუბსტანციას შეიცავს ძვლები, კბილები, სისხლის პლაზმა, სანერწყვე ჯირყვალი და დედის რძე. ეს ნივთიერება აუცილებელია ძვლების სიმაგრისათვის, ნაკლებობა იწვევს ანემიას და ნერვოზს აგრეთვე. კალციუმის ფოსფატის დანაკლისი მიზეზია ზოგადი სისუსტის, ასევე მუცლის გაზრდის, რასაც ქართულად ღიპს ვუწოდებთ.
აქედან გამომდინარე, შუსლერის მარილი 2 ძირითადად გამოიყენება სუსტი აღნაგობის პაციენტებისათვის ( წვრილ ძვალს ეძახიან ხალხში), რომლებიც უჩივიან მუდმივ დაღლილობას. აქ კი მთელი პალეტა, რასაც კალციუმის ჰიდროგენფოსფატი უხდება:
ანემია (სისხლნაკლულობა), ართრიტი, შებერილობა, კუჭის აშლილობა, ღებინება, მუდამ ცივი ფეხები და ხელები, ძვლების მოტეხილობა, კოლიკი ( ნაწლავის გაუვალობა), თავის ტკივილი, მენსტრუალური გართულებები, შიდა ყურის დაავადება, ნევრასთენია, ოსტეოფოროზი, პოლიპები, რაქიტი, რეუმატიზმი, კუჭის სიძმარე, ქსოლიოზი, კუჭის წვა, მეტეოროლოგიურ ცვლილებებზე მგრძნობიარობა, ალერგიული და ინფექციისადმი მიდრეკილებები. ეკზემის დროს ამ მარილს იყენებენ მალამოს სახით კანზე წასასმელად.
calcium chloratum- კალციუმის ქლორიდი - Schüßler Salz Nr. 4
კალციუმის მარილი გამოიყენება კანის დაავადებების, ნერვოზის და ალერგიის საწინააღმდეგოდ. ფიტნესის თვალსაზრისით ამ მარილს ღებულობენ ნახშირწ###ბის და ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებისათვის. ნივთიერებათა ცვლის პროცესში მკვდარი უჯრედების სხეულიდან გამოყოფას უწყობს ხელს. დიდი წარმატებით გამოირჩევა ასევე სარდის შეუკავლობის დროს (ღამე).
Kalium Phosphoricum- კალიუმის ფოსფატი - Schüßler Salz Nr. 5
ძირითადად იყენებენ > ნერვული სისუსტე, ზოგადი დაღლილობა, უძილობა, შიშები, შხამებისგან განწმენდა, იმუნინეტის ნაკლებობა, ასთმა, ჰაერის უკმარისობა, გულის უკმარისობა, კონცენტრაციის დაქვეითება, სისხლის გასქელება, სისხლის მიმოქცევის მოშლილობა, ბუნებრივი აბორტის საშიშროება, დეპრესია, თმის ცვენა, სოკოვანი დაავადებები, ჰერპესი, დაბალი ან მაღალი წნევა ( ორივეს არეგულირებს, აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევის ბალანსს), წელის ტკივილი, კუჭნაწლავის ანთება, მოტივაციის ნაკლებობა, კუნთების დასუსტება, ფობიები, ღამე კოშმარები, ოფლიანობა, კუჭის წყლული, გულის რევა, კუნთების კატარი.
ასევე მალამოს სახით შეუხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ.
ფიტნესის მხრივ კი იმითაა ცნობილი, რომ ხელს უწყობს ცხიმის წვას.
Kalium Sulfuricum - კალიუმ სულფატი - Schüßler Salz Nr. 6
ამ მარილის მთავარი სიკარგე არის სხეულის შინაგანი განწმენდა, ახდენს ღვიძლისგან შხამების გამოყოფას. სწორედ არის მიზეზი, რომ ამ მარილის მიღება ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას ( ამ მარილს ვიყენებ მე უკვე 1 წელია, გულზე პრობლემების გამო მირჩია ექიმმა და მას შემდეგ მაგით ვარსებობ).
თავად კალიუმი არის ორგანიზმში წყლის შემცველობის ბალანსისასთვის აუცილებელი ნივთიერება. განსაკუთრებით ესაჭიროებათ მათ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო დიურეტიკას ანუ სარდმდენ მედიკამენტებს ან ნივთიერებებს ღებულობს. ამავე დროს ოქროს წესია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება> დღეში მინიმუმ 2 ლიტრი ( ყავის გამოკლებით, რამდენადაც ყავა თავად შარდმდენი თვისებებით ხასიათდება ). კალიუმის მეშვეობით ორგანიზმის უჯრედები იცლება ზედმეტი არასაჭირო სითხისგან და რაც აუცილებელია იმის ბალანსირება კი უპრობლემოდ გრძელდება. ჩემი თხოვნა იქნება " უმისამართოდ" არ მიიღოთ კალიუმი, მხოლოდ ამ მარილის სახით ან სხვა შემტხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
კალიუმსულფატი კიდევ რეკომენდირებულია შემდეგი დაავადების ან მოვლენების დროს> ჰაერის უკმარისობა , თვალის ანთება, ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის გასაზრდელად, კანის დაავადებები, ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, წონასწორობის გაუმჯობესებისათვის, თმის გაჭაღარავება, ქერტლი, სიყვარულის მოსამატებლად ( გადააყლაპეთ საყვარელ პიროვნებას და შეგიყვარებთ), ღვიძლის ანთება, გაზების მომატება, კუნთების გასაძლიერებლად, ყურის ანთება, შარდის ბუშტის დაავადებები, ოფლიანობა, თავბრუს ხვევა, დიაბეტი, კანზე გამონაყარი, ქავილი, ფსორიაზი.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ვისაც პრობლემა აქვს ზედმეტ წონასთან ამაზე უკეთესს ვერაფერს მიიღებთ ამ პრობლემის დასათრგუნად.
Magnesium Phosphoricum- მაგნეზიუმის ფოსფატი - Schüßler Salz Nr. 7
ფიტნესის თვალსაზრისით ეს მარილი მოიხსენება როგორც შიმშილის შეტევების დასათრგუნად, განსაკუთრებით ტკბილეულობაზე ამცირებს მადას. ასევე ამცირებს ალკოჰოლის კონსუმის სურვილს.
მაგნეზიუმი არის სწორედ უმტავრესი ნივთიერება კუნთების გამაგრებისათვის. თრგუნავს კუნთების კატარს, ასევე ამაგრებს ნერვულ სისტემას, იწვევს სისხლის წიტელი სხეულაკების ორგანიზმისათვის საჭირო რაოდენობის პროდუცირებას. უებარი საშუალებაა კუნთების კრუნჩხვების , ზოგადი ტკივილიების თუ მიგრენის (შაკიკი) საწინააღმდეგოდ. ასევე წარმატებით გამოიყენება მომატებული ხველის, მენსტრუალური გართულებების , კოლიკისა თუ ჰემოროიდების დროს.
ვისაც მუდამ შოკოლადზე აქვს მოთხოვნილება, უნდა ივარაუდოს, რომ აქვს მაგნეზიუმის ექსტრემალური ნაკლებობა. ზედმეტი ნახშირქლების მირებისაგან ( შაქარი) თავის აცილების მიზნით სასურველია შოკოლადისგან მაგნეზიუმის მიღების ნაცვლად სწორედ ამ მარილის სახით მიიღონ მაგნეზიუმი და ამით წონაში მომატებასაც აცდებიან.
შუსლერის დანარჩენ მარილებზე აღარ შევჩერდები, რამდენადაც ძირითადად ნატრიუმის მარილებია და მისი მიღება მხოლოდ ექიმის რჩევის შემდეგ ხდება. საჭირო რაოდენობის ნატრიუმს სუფრის მარილისგან ვღებულობთ, საქართველოში ისეც მარილიანს ეტანებიან და არ იქნება ამის აუცილებლობა დამატებით იქნას ნატრიუმი მიღებული, რომელის ზედმეტი რაოდენობა მეტად საშიშია ორგანიზმისთვის.
ამ მარილების შესახებ კარგი იქნება თუ კითხავთ ექიმს, თუ რომელიმე მარილი თქვენთვის საინტერესო იქნება. რაც შეეხება N6-ს, გავიმეორებ პირადად ვღებულობ და კმაყოფილი ვარ. კურსის ვადაა 4 კვირა, შემდეგ გარკვეული დრო პაუზა და ისევ შეგიძლიათ გააგრძელოთ.
პ.ს. რეცეპტებს მერე დავწერ, ახლა დრო აღარ მაქვს, ასევე ვარჯიშების შესახებ ( ჩემი ვაჟის დაწერილი პროგრამა დამწყებისათვის). მანამდე კი თუ მოიცლით ნახეთ ეს ლინკი, ნაჩვენებია მუცლის პრესის ვარჯიშები. ბევრი მათგანი სახლის პირობებშიც კეთებადია ტრენაჟორების გარეშე, იქნებ აირჩიოთ რომელიმე და ეფექტი რომ გარანტირებულია , ამას თავად დარწმუნდებით
http://www.fitness-xl.de/uebungen_bauch.html This post has been edited by CZ88 on 26 Feb 2010, 17:47