წესით ალბათ უკვე უნდა მქონდეს ამ ტემაში დაპოსტილი, მაგრამ მაინც დავპოსტავ...
ჩემთვის პირველი წამალი მაინც ნაბეღლავია...
ნასვამი როცა ავდივარ სახლში, ყოველთვის ვყიდულობ 2 ბოთლ ლიტრიან ნაბეღლავს...
დილის 5-6 საათამდე თითქმის ყოველი 10-15 წუთის ინტერვალებით მაღვიძებს ყელის შიმშრალე... მოვსვამ 1-2 ყლუპ ნაბეღლავს და ისევ ვიბრუნებ ძილს...
დილით ორივე ბოთლი ცარიელია უკვე... მე კი ისე ვარ თითქოს წინა ღამეს 3-4 ჭიქა დამელიოს მხოლოდ...
თუ ისე დავთვერი, რომ მეგონა ფხიზელი ვარ-მეთქი და ნაბეღლავი არ ვიყიდე ღამისთვის მაშინ უკვე კაი მძიმე "პახმელიაზე" ვიღვიძებ..
ნაბახუსევის პირველ წამლად მაინც ხაში მირჩევნია... 100-200 გრამ ყინულივით ცივ არაყთან ერთად...
ცხელი წვნიანი, ნიორი და არაყი მოგთენთავს, შეიბრუნებ ძილს და 2-3 საათში ნაბახუსევი მხოლოდ ღამის ცუდ კოშმარად გაგახსენდება...
ხაშის გარდა იგივე ეფექტი აქვს თევზის სუპს - უხას...
ერთი პერიოდი პელმენს ბულიონით გამოვდიოდი ხოლმე,,, 11 კათხაში...
საერთოდ მე ორი სახის "პახმელია" ვიცი
პირველი, როცა ლუკმა არ გადამდის ყელში წვნიანის და ბორჯომ-ნაბეღლავის გარდა
და მეორე, როცა გადამდის

მეორე შემთხვევაში ასევე კაი ეფექტი აქვს ხინკალს...
ცოტა ხანში მადაც იხსნება და ხინკალს ქაბაბსაც დააყოლებ უკვე

ჭამა კი ერთ-ერთი წამალია ნაბახუსევის...
ყვეელაზე პრატიკული მაინც ნაბეღლავია...
This post has been edited by Frankens†ein on 25 Mar 2009, 10:31
Mens sana in corpore sano...