პასტა:
ა ლა კლასიკი (ჩემებურად)
ინგრედიენტები:
4 დიდი ცოცხალი პომიდორი
5 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
1 ქილა კიკნოსის ცოცხალი პომიდვრის სოუსი
ნახევარი სტაფილო
2 კონა ოხრახუში
ხორცის სუნელი
შავი წიწაკა
სუფის კუბიკი
ღვინო (წითელი)
1 ლიმონი
ცოტა სუხარი დაფქვილი
ზეთი (ზეითუნის)
წყალს ვასხამთ ქვაბში და ვდგამთ ასადუღებლად
პატარა ჯამში კი ვიწყებთ სოუსის მზადებას
კანგაცლილ პომიდვრებს ვჭყლიტავთ ხელით კარგად,ვახეხავთ ნახევარ სტაფილოს, ვყრით დაჭყლეტილ ნიორსა და დაჭრილ ხახვს, ვამატებთ ცოცხალი პომიდვრების სოუსს, წვრილად დაჭრილ ოხრახუშს, ვაწვეთებთ 2-3 წვეთ ლიმონს, ვაყრით ბლომად ხორცის სუნელს, და შავ წიწაკას, ვამატებთ ერთ ჩაის კოვზ საფანელს და ამ ყველაფერს ერთმანეთში კარგად ავურევთ.
ამ დროს ჩვენი ქვაბიც ადუღდა და ჩავყრით სპეციალურ იტალიურ პასტას, რაც უფრო თხელია პასტა, მით უკეთესია, ჩავაყრით მარილს და ვხარშავთ 8 წუთი.
ვუბრუნდებით სოუსს, რომელიც უკვე სქელი მასაა, მასში ვამატებთ ღვინოს სანამ ის შედარებით არ გათხელდება, ვაგდებთ 1 ცალ სუფის კუბიკს და ზეითუნის ზეთს შემდეგ დაბალ ცეცხლზე ვდგამთ ადუღებამდე.
პასტა თუ მოიხარშა გადავწუროთ.
ამასობაში სოუსი იწყებს დუღილს და ღრმა ჭურჭელს მოვსვრით სოუსით, ჩავუშვებთ უკვე მოხარშულ პასტას და ზევიდან ვასხამთ დარჩენილ სოუსს, დაახლოვებით 3 წუთი ვურევთ სანამ ეს მასა არ შეეზილება პასტას.
ცხლად მიგვაქვს ეს თეფში მაგიდასთან და აუცილებლად ვაყრით დაფშხვნილ პარმიჯანოს.
სავარაუდოდ უხდება წითელი ღვინო, არაალკოჰოლიკებისათვის კი ფორთოხლის წვენი.
* * *
პასტა ქონდრით:
ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი
10 კბილი ნიორი
3 კონა ქონდარი
სუფის კუბიკი
კალმები.
მომზადების წესი:
ალუმინის ქვაბში ვასხამთ ზეითუნის ზეთს და ვაცლით სანამ ის კარგად არ ადუღდება,
ამასობაში ცეცხლზე დავადგამთ წყალს კალმებისათვის.
კარგად დავჭყლიტავთ ნიორს და ვრით ზეთიან ჭურჭელში, რათა ის მოიშუშოს ზეთთან ერთად, ვაცდით სანამ კარგად არ მოითუშება და ვაგდებთ სუფის კუბიკს, რომელიც ბოლომდე უნდა გაიხსნას.
ამასობაში წყალი ადუღდება და ყვრით კალმებს 8 წუთი მოსახარშად.
ჩვენს ქვაბში შეგვიძლია დავამატოთ ერთი ჭიქა თეთრი ღვინო და ვაცადოთ წამოდუღება.
წამოდუღებულ კალმებს გადავწურავთ, ვყრით ქვაბში და ზემოდან ვასხამთ ქონდრის სოუსს და დაახლოვებით 3 წუთი ვურევთ ერთმანეთში.
ცხლად მიგვაქვს მაგიდაზე და ვაყრით პარმიჯანოს.
მივირთვათ ანანასის წვენთან ერთად
This post has been edited by Portugal on 19 Feb 2007, 18:03