lalaაი ნახე, რეცეპტს დაგიდებ და დაითვალე.
ტირამისუს ჩემი რეცეპტი ასეთია: (მრავალგზის გამოცდილი და მოწონებული)
4 კვერცხი
4-6 ს.კ. შაქარი (გემოვნების მიხედვით)
1 ჩ.კ. ვანილიანი შაქარი
500გრ. მასკარპონე
1 პატარა კოვზი კონიაკი
3 ჩ.კ. ყავა
300 გრ ტირამისუს ბისკვიტები
150 მლ ნაღები (38% და ზევით)
კაკაო.
ნახევარი ჭიქა გადადუღებული, თბილი წყალი
1. დააყენეთ მაგარი ყავა, დაამატეთ კონიაკი და ჩაასხით პულტივიზატორში (აი სარეცხს რომ ვნამავთ ეგეთ რარაცაში, ან ყვავილებს რომ ასხავთ წყალს ისეთ რამეში)
2. გატეხეთ კვერცხები, კვერცხის გული მოათავსეთ ერთ ჯამში, ცილა კი მეორე ჯამში.
კრემის მომზადება:
3. კვერცხის გულს დაამატეთ შაქარი, ვანილიანი შაქარი და კარგად ათქვიფეთ, ისე რომ საერთოდ გაიხსნას შაქარი (შეგიძლიათ შაქრის პუდრა გამოიყენოთ უფრო ასვილი იქნება ათქვეფა), დაამატეთ მასკარპონე და კარგად ათქვიფეთ.
4. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა დაამატეთ ნაღები და კარგად ათქვიფეთ, ისე რომ გამაგრდეს ნაღები და ცილა ერთად. ამა ს რომ გააკეთებთ კარგად აურიეთ მასკარპონიან მასას.
მიმართულება:
5. აიღეთ ღრმა ჟარუნა (მე მაქვს 22/30 ზე და ყოველთვის იმას ვიყენებ) ერთ ფენაზე ჩააწყვეთ ბიკვიტები, პულტივიზატორიდან ზომიერად დანამეთ ყავით და წაუსვით კრემის ნახევარი. კარგად რომ გადაანიწელბთ კრემს, კიდევ მოაწყვეთ ბისკვიტები და დანამეთ ყავით. კიდევ გადაუსვით კრემი და შედეთ მაცივარში.
მე კაკაოს ეგრევე არ ვაყრი, რადგან კაკაო დნებასავით. ამიტომ როცა ტირამისუ ცივია (ასე 2 საათის შემდეგ ) კაკაოს მაშინ ვაყრი.
გემრიელად მიირთვით
This post has been edited by BadbadGirl on 6 Sep 2009, 23:15