Fusilli alla napoletana
(სპირალის ფორმის მაკარონი პამიდვრით)
200 გრ.შებოლილი შაშხი( ან ერთი შეკვრა ბეკონი)
1 თავი ხახვი
1 ცალი სტაფილო
500გრ.პამიდორი(კანგაცლილი და დაჭრილი)
0,5 ჩ.ჭ. მშრალი თეთრი ღვინო
2-3 კბილი ნიორი
200გრ.Ricotta ან ალტერნატივად ხაჭოც შესაძლებელია
შავი პილპილი და მარილი
ცოტა პროვანსული ბალახი ან უბრალოდ დავაჭრათ ცოტა ოხრახუში
500გრ.სპირალის ფორმის მაკარონიFusilli
შაშხი მოვშუშოთ ზეთში,ან ბეკონი მოვშუშოთ და გამოვადნოთ ცოტა ცხიმი,ჩავყაროთ ხახვი(დაჭრილი)და დახეხილი სტაფილო.
როცა მოიშუშება დავასხათ ღვინო.
3 წუთის მერე დავაყაროთ პამიდვრის ნაჭრები.
შევანელოთ შავი პილპილით და მარილით.
მოვხარშოთ Fusilli,გადავწუროთ.
დავასხათ ზემოდან პამიდვრის მასა,დავაყაროთ ხაჭო,ცოტა მწვანილი და მოურიოთ.
მივირთვათ Parmesan cheese მოყრილი

This post has been edited by rtuli on 30 Mar 2010, 01:20