ჰაჰაა ესენი ახლა ვნახე და მგონი ჩემი რეცეპტი ერთ-ერთი მათგანია..
სპაგეტინი მინი ხორცის ბურთულებით და პამიდვრის სოუსით

500გ. სპაგეტი
500გ. საქონლის(ხბოს) ფარში
1 ხახვი
1ჩ.ჭ. გახეხილი პარმიჯანო(ან ნებისმიერი ყველი)
2 ნაჭერი პური კანის გარეშე
1/2ჭ. რძე
1 კვერცხი
2ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
2ს.კ. პიტნა(ან ხმელი)
მარილი
ახლად დაფქული პილპილი
პამიდვრის სოუსი:
1/3ჭ. ზეითუნის ზეთი
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
600გ. დაჭრილი პამიდორი(ან კონსერვის)
1ს.კ. დაჭრილი რეჰანი(ან ხმელი)
1ს.კ. შაქარი
მარილი
ახლად დაფქული პილპილი
ვაცხელებთ ზეითუნის ზეთს და ვშუშავთ ხახვს 2'.
ვამატებთ ნიორს და კიდევ ვშუშავთ 2'.
ვამატებთ პამიდვრის ნაჭრებს,შაქარს და 1ჭიქა წყალს.ნელ ცეცხლზე ვაჩერებთ თავდახურულს 10'.
ერთ ჯამში ვათავსებთ ფარშს,ხახვს,პარმიჯანოს,რძეში დამბალ პურს და მერე გაწურულს,კვერცხს,ოხრახუშს,პიტნას,მარილს და პილპილს.
ვურევთ კარგად და პატარა ბურთულებს ვაკეთებთ და ვყრით უკვე ადუღებულ პამიდვრის საწებელში.ვამატებთ დანარჩენ არომატულ რეჰანს,პიტნას და ვსინჯავთ წვენს კიდევ თყ უნდა მარილ-პილპილის დამატება.
თავდახურულს ვათუხთუხებთ ნელ ცეცხლზე 15'.
ამავდროულად ვხარშავთ სპაგეტის მარილიან წყალში და 2'ადრე გადაგვაქვს პირდაპირ პამიდვრის ბურთულებიან ქვაბში.
ან ზემოდან ვასხავთ სოუსს.
ვაჩერებთ ერთად 2' თავმოხდილს.
მივირთმევთ მაშინვე ცხლად და ვახეხავთ დამატებით ყველს გემოვნებით.
enjoy...