მე გეტყვით ძალიან მაგარი ტირამისუს რეცეპტს თუ გინდათ

სულ ვაკეთებ და ძალიან მაგარი გამოდის
და რადგანაც ჩვეულებრივი ტირამისუ უმი კვერცხებით მზადდება და მე ვერ ვიტან ამ უკანასკნელს,მე მისი ფანტასტიური შემცვლელი აღმომაჩენინა ჩემმა იტალიელმა მეგობარმა
მოკლედ
2 ცალი სავოიარდის ჩხირი
1 ცალი 500 მლ-იანი 35% სლივკები, ან ფხვნილი (რძეში ათვქეფილი)
1 ცალი ბრიკეტის ხაჭო
2 ცალი ხაჭოს მასა, ანუ "ტვაროჟნი სირ" ჰქვია, ბაიერლენდისა
აი ასეთი, ოღონდ უმწვანილო

შაქარი, 2 სუფრის კოვზი
ყავა
კონიაკი, ან ბეილისი
მწარე კაკაო, არა თურქული!
მომწადების წესი
პირადად მე, ამ დესერტს შუშის ფრომაში ვაკეთებ ხოლმე, "ზაპიკანკის" ფორმას რომ ეძახიან ხოლმე, მართკიუთხა ფორმისაა და საშუალო სიღრმის.
კრემი:
ვიღებთ ხაჭოს ბრიკეტს, გავალღობთ ჰაერის ტემპერატურაზე, რათა კარგად გაითქვიფოს
მიქსერით ავთქვიფავთ მანამ, სანამ ე.წ. კოშტები არ გაუქრება
ვამატებთ 2 შეკვრა ბაიერლენდის ყველს
ამასაც ავთქვიფავთ კარგად და ვამატებთ 300-450 მლ. 35%-იან სლივკებს
დავამატებთ შაქარს. შაქარი შეგიძLიათ ყავის საფქვავში დაფქვათ, ადვილად რომ გაითქვიფოს
ბოლოს დავუმატოთ ვანილი, ოღონდ ხარისხიანი
მივიღებთ ფუმფულა მომჟავო გემოს მქონე კრემს
ახლა ბისკვიტი:
2 ჭიქა ადუღებულ 80გრადუს ადუღებულ წყალში გავხსნათ ხსნადი ყავა 4 კივზის ოდენობით
ანუ 2 ჭიქაზე - 4 კოვზი ყავა
2 ჩაის კოვზი შაქარი
კონიაკი გემოვნებით, თუმცა გემო უნდა იგრძნობოდეს აუცილებლად კონიაკის
ყავა უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ბისკვიტის დანამვის დროს მთავარი არომატი ამ სითხეზეა დამოკიდებული
ვიღებთ სავოიარდის ბისვკიტს და ვათავსებთ გაგრილებულ სითხეში
ბისკვიტი უცებ იწოვს სიტხეს, ამიტომ ისე უდან ჩავალბოთ, რომ არც ძალიან გაიჟღინთოს და არც მშრალი დარჩეს
მშრალი ჩხირები საშინელებაა და ფასი ეკარგება ნამცხვარს
ხოლო ძალიან ჩამბალი კი - მეორე უკიდურესობაა
ამიტომ, აუცილებად უნდა დავივათ ბალანსი
უნდა იყოს გუბკასავით

ვიღებთ ნებისმიერ ღრმა ფორმას და ვაწყობთ ჩამბალ ბისკვიტებს 2 ზოლად.
შუაშI თუ დაგრჩებათ ადგილი, იქ ვერტიკალურად ჩააწყვეთ დამატებით ვისკვიტები
დიდი დაშორება არ უნდა იყოს ბისკვიტებს შორის
როდესაც დაამთავრებთ პირველ ფენას, წაუსვით უხვად კრემი და მოაყარეთ კაკაო
დაიწყეთ მეორე ფენის დადება იგივე წესით
მეორე ფენასაცა წაუსვით უხვად კრემი
მოათავსეთ მაცივარში ისე, რომ ჯერ არ მოაყაროთ კაკაო
გააჩერეთ მინიმუმ 3-4 საათი
ნაყინივით უნდა იყოს

გამოღებისას მოაყარეთ დიდი რაოდენობით კაკაო!
აუცილებლად დიდი რაოდენობით, სულ შავი უნდა იყოს ზედაპირი!
უგემრიელესია, დამიჯერეთ

გემრილეად მიირთვით
This post has been edited by nit123 on 13 Apr 2013, 22:47