androssaxliფრანგულ სამზარეულოში ძალიან ბევრი გემრიელი კერძია
მე გირჩევდი ბუფ ბუგინიონს(ანუ ხბოს ხორცს ბურგუნდიულად) ადგილობრივ ღვინოსთან, პინო ნუართან ანუ შავ პინოსთან ერთად

ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კერძია ფრანგულ სამზარეულოში და არა მარტო ჩემი აზრით
* * *
კამამბერი ასევე გემრიელია როზმარინთან და ტაიმთან(ქონდართან) ერთად. 2 კამამბერს მოათავსებთ ღუმლეგამძლე ჭურჭელზე, მოაჭრით თავს ანუ ზედა ნაწილს. მოაყრით მარილს, როზმარინს და ტაიმს და შედგავთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი, გააჩნია თქვენი ღუმელის სიმხურვალეს. "აპეროს" ამპლუაში ფანტაქტიურად მიდის. სასურველია სუნელები იყოს ცოცხალი, მაგრამ ვინაიდან ხშირად მასე არ ხდება, მე ვიყენებ ხმელს და მაინც უგემრიელესი გამოდის. მიირთვით ბაგეტთან ერთად.
ისე კამამბერი თბილისში ძნელი საშოვარია? რა ვიცი აქ ლამის 1 ევრო ღირს და
----------------------------
პ.ს. კუსკუსის ფრანგულ სამზარეულოს თემაში განხილვა ჩემი ტკივილია. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მაგ მაროკოელების კერძს ფრანგულ სამზარეულოსთან. არადა უცნობილესი მზარეულების წიგნებშიც კი, ფრანგული სამზარეულოს კერძების გვერდით შეგხვდებათ კუსკუსის რეცეპტი. ჩემთვის საფრანგეთი და მაროკო ორი სხვადასხვა რამეა და მაგათი მიახლოვების წარმოდგენაც არ მინდა