მოკლედ, ამ სლოუ ფუდზე გამახსენდა...
ეგ არის პრინციპიალური განსხვავება ინგლისელებს და ამერიკელებს შორის (რავი თუ ვინმეს გაინტერესებთ

)
ოდესღაც, ამ ჩემს საერთაშორისო გადარბენებზე, გავიცანი Queen Elizabeth-ის ყოფილი პოვარი. ეს Queen Elizabeth (შეიძლება მეშლება და Queen Mary ჰქვია, მაგრამ მაგას რა მნიშვვნელობა აქვს) არის მსოფლიოში ცნობილი საკრუიზო და დროის სატარებელი გემი, რომელზედაც მოხვედრა დიდი ფული ღირს, ხოდა ის მიყვებოდა:
მოკლედ, ვიტანჯებოდითო. თუ ინგლისიდენ მივდიოდით ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვის კრუიზზე, უმრავლესობა ინგლისელები იყვნენ და უმცირესობა ამერიკელებიო.
ინგლისელები სხედან, ფეხს ფეხზე გადადებენ და გელოდებან, სანამ მიართმევ, ანუ სანამ მოემსახურეებიო

ამერიკელები კი გარბიან და ბუფეტს ითხოვენ და მომსახურება არ უნდათ, თვითონ ევასებათ რომ ყველაფერი თავისით დაიდონ, დაისხან, დააყარონ, შეაზავონ, მერე მაგიდაზე მიიტანონ და ჭამონო

ამიტომ, მთავარ რესტორანს 2-ად ვყოფდითო.
ცალკე - ინგლისელებისათვის, სადაც ტრადიციული სერვისი იყო,
ცალკე - ამერიკელებისათვის, რომლებსად "შვედური მაგიდა" და გარშემო სირბილი უნდოდათ და ლამის ცარიელი თეფშები თვითონ მოჰქონდათ სამზარეულოში გასარეცხადო

ეს პირში გარჭობილი ჰამბურგერით და კოკა-კოლათი სირბილი ინგლისელისათვის წარმოუდგენელია ისევე, როგორც ამერიკელისათვის ჯდომა და ლოდინი, სანამ მოართმევენ და მერე რომ წაიღებენ და ა.შ.

ცირკია, არა?
This post has been edited by Johnnie Walker on 24 Sep 2009, 01:27