მინერალური წყლის ხარისხი არ განისაზღვრება ვის როგორი გემო მოსწონს. ამდენი ისაუბრეთ და კონკრეტულად არავინ არ დაწერა.
ყველა მინერალურ წყალს აქვს წარწერა, (წესით ეგ უნდა წაიკითხოთ და მერე დალიოთ წყალი).
მაგ წარწერაზე კი გარკვევით წერია:
1) მინერალიზაციის ხარისხი
2) ქიმიური ფორმულა
3) რა დაავადებების დროს უნდა დალიოთ..
საერთოდ მინერალური წყლები იყოფა:
დაბალი მინერალიზაცი(<5),
საშუალო მინერალიზაციის (5-10),
მაღალი ინერალიზაციის (>10) წყლებად.
მინერალიზაციის ხარისხის და ქიმიური ფორმულის მიხედვით განისაზღვრება წყლის ხარისხი. ყველა კარგია, გარკვეული დოზით და გარკვეული დაავადებების დროს. მთავარია სწორად შერჩევა და სწორად დალევა ( გაზიანი არ შეიძლება, ცივი არ შეიძლება, ჭამამდე უნდა დალიოთ/ან ჭამიდან 1 სთ-ს შემდე. კიდევაა სხვა გასათვალისწინებელი მომენტები).
კონკრეტულად განვიხილავ ლიკანის მაგალითზე ( სახლში ლიკანი მაქვს და იმიტოsmile.gif)
ლიკანი არის საშუალო მინერალიზაციის მინერალური წყალი. M=5.0-6.5 გ/ლ.
სამკურნალოდ გამოიყენება:
ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კოლიტის და ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების, პანკრეატიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს.
ასევეა სხვა წყლებზეც. ამ ყველაფერს აფასებს ექიმი, და ექიმი ნიშნავს.
აქაოდა ნაბახუსევზე ვარო და მივარდე და დალიო 2 ბოთლა ნაბეღლავი/ან სხვა რომელიმე წყალი, არავითარი წესების დაცვით ეგ სასარგებლო კი არა შეიძლება საზიანოც კი იყოს.
და ბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვეულებრივი სასმელი წყლის ჩანაცვლება რომელიმე მინერალური წყლით.
This post has been edited by Breaky on 17 Mar 2009, 22:58
მიმაგრებული სურათი