ცოტა ჩემს გამოცდილებასაც დავწერ...
ხინკალ-ქაბაბ-ლუდის დასაგემოვნებელი ადგილებიდან "მირზაანს" შევაფასებდი უმაღლესი ნიშნით...
მანდ უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ არასდროს, კერძები იქნებოდა ეს თუ მომსახურება...
არადა არცთუ იშვიათად დავდივარ...
ძალიან მომწონს და ხშირი სტუმარი ვარ აღმაშენებლის ხეივანში "კრომბახერი" რომაა...
ასევე "შემოიხედე გენაცვალესაც" კარგი მომსახურება აქვს... შესვენებაზე ხშირად გადავდივართ ხოლმე თანამშრომლები...
რესტორნებიდან კი "წისქვილს" გამოვარჩევდი...
თუმცა წისქვილი ასე ვთქვათ მაღალი კლასის რესტორნებში გადის და წესით არც უნდა იყოს გასაკვირი...
ე.წ. მაღალი კლასის "სასმელ-საჭმელი" ობიექტებიდან უარყოფითი ნიშნით გამოვარჩევდი "მასპინძელოს"...
სიმართლე გითხრათ ადრე არ დავკვირვებივარ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვიყავი ორთაჭალაში, ძველი ნიკალა რომ იყო და მომსახურებით საშინლად უკმაყოფილო დავრჩი...
ჯერ იყო და ღამის 12 საათზე შევედით ხუთი "კაცი" და მიგვითითეს ოთხკაციანი მაგიდისკენ, აქ დაჯექითო, მეხუთესთვის სკამს მივადგამთო...
არადა ორი 8 ადგილიანი მაგიდა თავისუფალი იყო...
ბოლოს მაინც დავჯექით 8 ადგილიან მაგიდაზე, მაგრამ ამით არ დამტავრებულა ყველაფერი...
მწვადს და ქაბაბს არა, მაგრამ ხინკლის მოტანას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა...
დაახლოებით ნახევარი საათი...
და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ანგარიში რომ მოიტანეს ჩავიხედე და 5 ბოთლი არაყი ეწერა, არადა 4 ბოთლი გვქონდა დალეული...
დავუძახეთ იმ ოფიციანტს, რომელიც ჩვენს მაგიდას ემსახურებოდა და ვუთხარით ამის შესახებ, მაგრამ თავი გაიგიჟა, 5 ბოთლი მოვიტანეო...
ჩემმა ერთმა თანამეინახემ უთხრა, კარგად გვახსოვს რომ ოთხი ბოთლი დავლიეთ და იქნებ წახვიდე ბარში და გაარკვიო ზუსტადო...
წავიდა ეს ოფიციანტი და 10 წუთში მოიტანა ჩასწორებული ანგარიში, ბოდიშს გიხდით, ბარმენს შეეშალაო...
და მანდ აღარც შევალ საერთოდ...
ანგარიშს არასოდეს ვამოწმებ, თვალი მომიხვდა უბრალოდ და 5 ბოთლი დავინახე შემთხვევით და სხვა დროს გადამოწმებას ხო არ დავიწყებ კიდე არ მატყუებდნენ მეთქი...
ასევე ძალიან არ მომეწონა "კოლხეთის" სახინკლე...
ბოლო დღეებში ორჯერ მომიწია მისვლა და არც ერთხელ წამოვსულვარ კმაყოფილი...
ოფიციანტები ორჯერვე ძალიან უჟმური სახით შეგვხვდნენ...
მართალია ცოტა გვიან მივედით(სამზარეულო ჯერ კიდევ ღია იყო), მაგრამ რა ჩვენი ბრალია, რო დაღლილები არიან და სახლში მალე უნდათ წქსვლა...
შეკვეთის მიცემის დროს უხეშად გესაუბრებიან...
თან დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავი და მაშინ გამოგვიცხადეს 12 საათზე ვიკეტებითო...
გუშინ კი ჩვენი მაგიდაღა იყო ბოლოს და 12-ის 15 წუთზე მოვიდა დაცვა მაგ ტექსტით...
მირზაანში ის არის კარგი, რომ ორი კაცი რომ იყოს დარჩენილი, პერსონალი იქამდე დაგელოდება, სანამ წასვლის სურვილი არ გაგიჩნდება...
კიდე ძალიან არ მომწონს "მაჭახელა"...
თუმცა კაი ხანია აღარ ვყოფილვარ...
არადა ჩემს სამსახურთან ახლოსაა და ძალიან ხშირად შევდიოდით ხოლმე შესვენებაზე...
ხაჭაპური და მისთანები რომ ტრადიციულად ძალიან იგვიანებს მანდ არახალია, მაგრამ ბოლოს რომ ვიყავი იქ მომხდარმა ყველაფერს გადააჭარბა...
მე და ჩემი სამი თანამშრომელი შევედით და მათ აჭარულები შეუკვეთეს, მე კი ყველიანი კვერები, ე.წ. "ვარენიკები"...
გავიდა 20-25 წუთი და მოიტანეს აჭარულები, ჩემი შეკვეთა კი არ ჩანს...
არადა ყველაზე მარტივი მეგონა, ადუღებულ წყალში სულ რამდენიმე წუთით უნდა ჩაყარო...
ჩემი თანამშრომლები ჭამენ ამ აჭარულს,თითქმის გავიდნენ ბოლომდე და დავუძახე ოფიციანტს და ვკითხე ჩემი შეკვეთა რას შვრება მეთქი...
ჩაყრიან უკვე და 5 წუთში იქნებაო...
გავიდა კიდევ ათი წუთი, ჩემმა თანამშრომლებმა უკვე შეჭამეს ხაჭაპურები და მოიტანეს ეს კვერები...
და ყველაზე მაგარი - ჩავიდე პირში ერთი ლუკმა და ცომია მარტო ცხელი, ყველი გაყინულია შიგნით, კბილი კინაღამ მომჭრა...
დავუძახე ოფიციანტს და ჩხუბის და აყალ-მაყალის ატეხვას არ ვაპირებ, მოიყვანეთ თქვენი მენეჯერი და ის პოვარი და ეს კვერები შეჭამონ მეთქი...
დამიწყო მობოდიშება, ეხლავე წავიღებ და მოგატანთ კარგად გაკეთებულსო...
მაგრამ სადღა მქონდა მაგათი ნერვები, თან აღარც მშიოდა უკვე... გადავიხადეთ ფული, გულში ერთი კარგად შევიკურთხე

და წამოვედი...
ეს ეხლა ე.წ. ცნობილ კვების თუ გართობის პუნქტებზე დავწერე კრიტიკული შენიშვნები, რაც გამახსენდა უცბად...
ვისაც პრეტენზია აქვს რაღაცაზე...
თორე ბევრ სხვა სახინკლეში თუ რესტორანშიც ბევრი ხარვეზია, მაგრამ ისინი ამათსავით მაინც არ ჩემულობენ პირველობას...
Mens sana in corpore sano...