ამას წინად ვიყავი ბაბილოში

6 საათზე ცარიელი დაგვხვდა და საკმაოდ სიმპატიური, კარგად გაფორმებული დარბაზია (ავტორს ალბათ უყვარს "ადნაჟდი ვ ამერიკე": ზდეს ვსე სტოლიკი ნა დვოიხ, ვიბირაი ლიუბოი

- ეგეთ სტილშია, კრემიან-ვანილიანი

).
სადღაც 8-სთვის იწყება პროგრამა, გამოდის მასტი (კონფერანსიე) და შეგიკიკინებთ უკბილო ხუმრობებით და ქართულ მამულიშვილობაზე, კაი მსმელობაზე და ვაჟკაცობაზე ბაზარით. ცეკვავს თბილისელი რუსი ნაშების კორდებალეტი, 4 მოტოვებული ვაჟკაცი ანგინიანი ხმით მამულიშვილურ სიმღერებს უბერავს. ხოხმები აქვთ, მაგრამ ქაჯური
საზოგადოება გროვდება კეკელ-გოიმური (კაცები ცალკე სხედან ხოლმე დიდ სუფრებზე, ქალები ცალკე

) და არის ერთი ღრიალი და დაგნარი - თუ მიხვალთ, გაითვალისწინეთ, რომ სცენისგან რაც შეიძლება შორს დაჯდეთ, თუარადა დაყრუვდებით

საჭმელი გემრიელია და ხარისხიანი, მაგრამ ეგეთ დაგნარში და "არ გაკოცო - არ იქნება" სიმღერებში ნორმალურ ადამიანს რომ შეერგოს, ვეჭვობ.
* * *
პროსტო რა მაინტერესებს (შეკითხვა ყველას

):
მე ბუნებით კაი უპრეტენზიო თბილისური დუქნების მუშტარი უფრო ვარ და თქვენ ვინმემ ხომ არ იცით 1 მაინც, თბილისში რომელიმე Luxury კლასის რესტორანი, ძვირი, კარგი და გემოვნებიანი? სტუმარი რომ ჩამოგივიდეს კაცს ნორმალური ქვეყნიდან, მიიყვანო და არ შერცხვე, ისეთი?
This post has been edited by Johnnie Walker on 12 Feb 2010, 10:36