ჩემი შთაბეჭდილებები:
ლემონ გრასიმდებარეობა - სააკაძის მოედანი, თიბისი ბანკის გვერდით
სამზარეულო - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, კერძების არჩევანი ფართოა, თუმცა უცვლელი. ვისაც მოწონს ტკბილ-მჟავეს შეხამება, უთუოდ მოიხიბლება. სუშიც აქვთ, თუმცა მე არ გამისინჯავს და ვერაფერს გეტყვით.
სისუფთავე, მომსახურება, ოპერატიულობა - 5
ფასები საშუალოზე მაღალი
პარკინგი კი ნმადვილად პრობლემაა მანდ
საერთო ჯამში ნორმალური ობიექტია,
4 ქულას ვუწერ
...........................................................................
ტერემოკი პავლოვზერუსული კერძები აქვთ, ძალიან გემრიელია პელმენი ქოთანში და ე.წ. მონასტრული (ხორცითა და სოკოთი, ქოთნის თავზე ცომი აქვს გადაფარებული და ასეა გამომცხვარი, საკმაოდ ეფექტურია ვიზუალურადაც), კიდევ შეგიძლიათ გასინჯოთ ბლინები, არ ინანებთ.
პარკინგი პრობლემა არაა, მაგ მხრივ მოსახერხებელია
ფასები ნორმალურია
მომსახურებაში კი მოიკოჭლებენ აშკარად

ძალიან გვიან მოაქვთ ყველაფერი, არ მახსოვს 20-30 წუთზე ადრე რამე მოეტანოთ, ნივრიანი სალის გარდა

ამათ საერთო ჯამში ალბათ
3,5 ქულას დავუწერდი
.......................................................
თურქული რესტორანი აღმაშენებელზე (არ ვიცი რა ქვია, მოკლედ, მალსის გადაღმა

)
საჭმელი აქვთ უგემრიელესი და არჩევანიც ფართოა
მომსახურება - სწრაფი, შეიძლება ითქვას, რომ დაჯდომას ვერ მოასწრებ, ისე მოაქვთ კერძები
ფასები მგონი ყველა ზემოთჩამოთვლილზე დაბალი
პარკინგი - არც იოცნებოთ!

როგორც წესი, გადაჭედილია მანქანებით მთელი აღმაშენებელი

მოკლედ, საშუალოდ
4,5 ქულას დავუწერდი ამ ობიექტს.
თურქული რესტორანი ,,მარმარისი" წერეთელზეზემოთ რაც დავწერე, იგივე შემიძლია ვთქვა ამ რესტორანზეც (გარდა პარკინგისა, მანდ აგდილი ყოველთვისაა) ორივეგან აშკარად თვალშისაცემია თურქი მზარეულების კეთილგანწყობა კლიენტებისადმი
................................................
და ბოლოს, ჩემი ფავორიტი!
გუშინ აღმოვაჩინე რესტორანი
,,ბერლინი" პავლოვზე
ექსტერიერი ისეთი აქვს, შეიძლება თვალში არც მოგხვდეს, მაგრამ სხვა პუნქტებში მგონი წუნი არ დაედება ,,ბერლინს''
კერძები უგემრიელესი და ძალიან საინტერესოდ გაფორმებულ-სერვირებული (ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თურმე ,,შირნჰოფერის" პროდუქციას იყენებენ

)
ლუდის ფართო არჩევანი
მომსახურება სწრაფი, სალათები მაშინვე მოგვიტანეს, ძირითადი კერძები კი ძალზე ოპერატიულად. მომსახურე პერსონალი ყურადღებით და კეთილგანწყობით გამოირჩევა (მიუხედავად იმისა, რომ ღამის 2 საათამდე ფეხი არ მოგვიცვლია

)
ფასებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან დამპატიჟეს

და ბოლოს, მუსიკა, მუსიკა და კიდევ ერთხელ მუსიკა!!!
კლასიკურ როკს უკრავენ და ძალიან ვისიამოვნე, მართლა კარგი ბენდი ყავთ, ახალგაზრდა ბიჭები არიან

მოკლედ, ,,ბერლინი" ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტია და მე მას
5 ქულას ვუწერ!